მეგან მარკლის ყვითელმა კაბამ მსოფლიო მედია კიდევ ერთხელ აალაპარაკა

მეგან მარკლის ყვითელმა კაბამ მსოფლიო მედია კიდევ ერთხელ აალაპარაკა

სასექსის ჰერცოგინიას მორიგმა გამოჩენამ საზოგადოების და მედიის ყურადღება მიიპყრო. მეგან მარკლის ყვითელი, უმკლავო კაბა დასავლური მედიის მთავარი სასაუბრო თემაა.

ონლაინგამოცემებმა კაბა პრინცესასგან ხმამაღალ განაცხადად მიიჩნიეს, რადგან ბოლო პერიოდში მარკლი ძირითადად ღია ვარდისფერი და კრემისფერი ტანსაცმლით ჩნდებოდა საზოგადოებაში, მკვეთრი ყვითელი კი პირველად მოირგო.

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე ახალგაზრდა ლიდერების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე გამოჩნდნენ, რომელიც ლონდონში გაიმართა. მეგან მარკლს ამერიკელი დიზაინერის ბრენდონ მაქსველის ყვითელი ფერის კაბა ემოსა, რომელიც კარგად უსვამდა ხაზს მის უზადო ფიგურას.

სხვათა შორის, მაქსველი პოპ-ვარსკვლავ ლედი გაგას საყვარელი დიზაინერია და მომღერალი ხშირად ჩნდება საზოგადოებაში მისი სამოსით.

36 წლის მეგანი და 33 წლის ჰარი ღონისძიებაზე ხელიხელჩაკიდებულები მივიდნენ, დამსწრე საზოგადოებას გულმხურვალედ მიესალმნენ და არც სამეფო ღიმილი დაიშურეს.

express.co.uk-ის ჟურნალისტებმა ისიც კი გაარკვიეს, რა ღირებულების სამოსი და სამკაულები ემოსა ჰერცოგინიას. გამოცემის ინფორმაციით, ბრენდონ მაქსველის კაბა 1500 დოლარამდე ღირს, მანოლო ბლანკის ფეხსაცმელი, რომელიც მეგან მარკლმა ყვითელ კაბას შეუხამა 500 დოლარამდე, ბრილიანტის საყურეები კი 500 დოლარი.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს