"თბილისიდან სისხლი ჩამოგვატანინეს და ამ დროს ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო" - კასპში დაღუპული მშობიარეს ოჯახი ექიმების შეცდომაზე საუბრობს

"თბილისიდან სისხლი ჩამოგვატანინეს და ამ დროს ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო" - კასპში დაღუპული მშობიარეს ოჯახი ექიმების შეცდომაზე საუბრობს

მეტეხში გუშინ დაკრძალეს 31 წლის ნონა ტატანაშვილი, რომელიც პირველ ივლისს მშობიარობის დროს დაიღუპა. ბავშვი გადარჩა - ახალშობილი გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახალგაზრდა ქალის მშობლები სიმართლის გასარკვევად იწყებენ ბრძოლას. "ამჯერად, სხვისი შვილების გადასარჩენად“ - უთხრა სოლომონ ტატანაშვილმა, გარდაცვლილის მამამ qartli.ge-ს.

სოლომონ ტატანაშვილი უბედურ შემთხვევას დეტალურად იხსენებს. მისი თქმით, როცა გვიან საღამოს ფეხმძიმე ნონა ტატანაშვილს მუცელი ასტკივდა, ის კასპის კლინიკა "მედალფაში“ მიიყვანეს. ორი დღით ადრეც ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მუცლის ტკივილმა მაშინ მალე გაუარა ორსულს.

"ყველაფერი მშვიდად მიდიოდა. წინა დღესაც, ერთი კვირით ადრეც, მანამდეც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო თვითონაც და ბავშვიც. ექოსკოპიაც გადავუღეთ. ანალიზებიც ჩატარებული ჰქონდა. არანაირი საშიშროება ჩანდა. ოპერაციის დროს დაუშვეს შეცდომა“ - ამბობს გარდაცვლილის მამიდა.

ოჯახს ექიმებმა უთხრეს, რომ პაციენტს საკეისრო კვეთა დაჭირდა, თუმცა ამ ვერსიას გამორიცხავენ მშობლები. საავადმყოფოში პოლიციის გამოძახების შემდეგაც დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ეზოში შეკრებილ ახლობლებს ეუბნებოდნენ, რომ მიმდინარეობდა ოპერაცია:

"ეს იყო თეატრალური დადგმა. სინამდვილეში ადგილი ჰქონდა ბუნებრივ მშობიარობას და მაგ დროს დაუშვეს ექიმებმა შეცდომა. სასწრაფოდ, გამოიძახეს გამგე. კიბეებზე ავარდა და გზაში გაუკეთეს თათმანები. საკეისრო კვეთა დადგმული სცენარი იყო. არც იყო დაგეგმილი ამ ფორმით ოპერაცია.

მთელი 5 საათი ამ სიტუაციაში ვიყავით. საავადმყოფოს ეზო პოლიციელებით გაივსო; თითქოს კატასტროფის ცენტრი გამოიძახეს, მერე თბილისში უნდოდათ გადაეყვანათ. მერე თბილისიდან სისხლი ჩამოგვატანინეს, ამ დროს კი, ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო“ - იხსენებს სოლომონ ტატანაშვილი წაიკითხეთ ვრცლად qartli.ge-ზე

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო