გარემოს ეროვნული სააგენტო: მდინარე ნენსკრას დონე 30 სანტიმეტრამდეა დაწეული

გარემოს ეროვნული სააგენტო: მდინარე ნენსკრას დონე 30 სანტიმეტრამდეა დაწეული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები ამ დრომდე ჭუბერში, სტიქიის ზონაში რჩებიან.

სამინისტროს სპეციალისტების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ნენსკრას ხეობაში ადგილი ჰქონდა უხვი ნალექის მოსვლას, სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარის სხვადასხვა წერტილზე გაზომვები განახორციელეს და მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მდინარის დონე დაწეულია დაახლოებით 30 სმ-მდე. სააგენტოს სპეციალიტები სტიქიის ზონაში ადგილზე აგრძელებენ მონიტორინგს.

ამასთან, სინოპტიკოსების ინფორმაციით, მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისს მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი, ხოლო შემდგომი ორი დღის განმავლობაში, ნალექის ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.

იხილეთ ვიდეო: გეოლოგის კომენტარი სტიქიის ზონიდან - რამდენი სანტიმეტრით დაიწია ნენსკარას დონემ და რა მონიტორინგის შედგები აქვს გარემოს ეროვნული სააგენტოს?

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ