ედუარდ სააკაშვილი დაქორწინდა - რას ჰყვება მიხეილ სააკაშვილი ებრაული წარმოშობის რძლისა და მისი ოჯახის შესახებ?

ედუარდ სააკაშვილი დაქორწინდა - რას ჰყვება მიხეილ სააკაშვილი ებრაული წარმოშობის რძლისა და მისი ოჯახის შესახებ?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მამამთილი გახდა. მისი უფროსი ვაჟი, ედუარდი დაქორწინდა. სააკაშვილების რძალი ებრაული წარმოშობის გოგონა გახდა. შვილის ქორწილისა და რძლის ოჯახის შესაებ მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კვირის აქცენტებში" ისაუბრა:

"ხალისიანად გამოვიყურები იმის გამო, რომ ახლა ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გუშინ დავესწარი ჩემი შვილის, ედუარდის ქორწილს. გუშინდელივით მახსოვს, მე თვითონ როგორ დავქორწინდი ნიუ-იორკში, როგორ ვცხოვრობდი სტუდენტურ ცხოვრებას... რა თქმა უნდა, ყველანი ერთად ჩამოვედით და განწყობა მაქვს ძალიან კარგი", - აღნიშნა სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

"ეს რომელი რძალია, ებრაული ეთნიკური წარმოშობის, რომელიც თქვენ ახსენეთ? როგორ მიიღეთ?", - დაინტერესდა გადაცემის წამყვანი.

"მე ვახსენე, რომ კარგი გოგოა, რა მნიშვნელობა აქვს ებრაული წარმოშობისაა თუ არა, ძალიან კარგია, რომ ებრაული წარმოშობისაა და ძალიან კარგი ოჯახია, ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველიც, უკრაინელიც და ავსტრალიელიც - ამას მნიშველობა არ აქვს, რაც მთავარია, ძალიან თბილი ოჯახია და მეგობრული ხალხია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, 2017 წელს ედუარდ სააკაშვილმა სვართმორის კოლეჯი დაამთავრა. ის პროფესიით ჟურნალისტია და ამერიკის ერთ-ერთ რადიოსადგურში მუშაობს. ედუარდ სააკაშვილი ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი) ცხოვრობს.

ნახეთ ასევე: ცნობილი ქართველების შვილები, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლობენ

სანდრა რულოვსი ვაჟის სანახავად სვართმორის კოლეჯში

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ