6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს. ცოლ-ქმარი, სამწუხაროდ, გარდაცვლილები ნახეს, ბიჭუნას კი უკვე მესამე დღეა ეძებენ.
როგორც გაირკვა ცოლ-ქმარს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ისინი უკვე 7 წელია ცხოვრობდნენ მარნეულში.
გავრცლებული ინფორმაციით, მაშველებმა პირველ დღეს ლორას ცხედარი ჩანჩქერთან ახლოს ნახეს, მეორე დღეს კი მისი მეუღლის ცხედარი მდინარეში იპოვეს. მდინარეში ასევე ნაპოვნია ბავშვის ე.წ. რუგზაკი.
სმიტების გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 112-ში მათი ახლობლისგან შევიდა, ინფორმატორმა სამართალდამცველებს აუხსნა, რომ სმიტები პიკნიკზე იყვნენ წასულები, დაბრუნების შემდეგ კი მას უნდა შეხვედროდნენ, ურეკავდა, მაგრამ ვერაფრით დაუკავშირდა...
ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე ვერსია განიხილება, შესაძლოა, ბავშვი ჩავარდა და მის გადასარჩენად გადახტნენ ან ერთად ჩაცვივდნენ. სტიქიის შედეგად მოხდა უბედური შემთხვევა თუ სხვა რამ მიზეზით დატრიალდა ეს ტრაგედია, იმედია, გამოძიება დროულად დაადგენს.
გამოძიების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სამართლადამცავთ თქმით, პირველადი დათვალიერებით, არცერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.
თემურ მონიავა, მცხეთა-თიანეთის სამშველო სამსახურის უფროსი:- ამ ეტაპზე ისევ ხადას ხეობაში ვართ, სადაც სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 60 მაშველი მუშაობდა. დღეს 20 მაშველი გვყავს ხეობაში გაშლილი და მდინარის კალაპოტს, ნაპირებსა და კალაპოტის ირგვლივ შემოგარენს ვამოწმებთ. ამ მდინარეს ხადას ხევი ჰქვია და დაახლოებით 10 კილომეტრი სიგრძისაა. ორი დღის განმავლობაში ეს 10კმ. გადაფარული გვაქვს, მაგრამ ხელახლა კიდევ ვამოწმებთ. ჩანჩქერთან ნაპოვნია ქალბატონის, დაახლოებით 700-800 მეტრის მოშორებით კი მამაკაცის ცხედარი. მესამეს - 4 წლის ბავშვის საძიებო სამუშაოები ამ წუთშიც მიმდინარეობს.
- თქვენი ვერსიით, რა შეიძლებოდა გამხდარიყო უბედური შემთხვევის მიზეზი, რა სურათი იკვეთება? განაგრძეთ კითხვა