მედიის ინფორმაციით, მღვიმიდან უკვე ექვსი ბიჭი გამოიყვანეს - ურთულესი ოპერაციის დეტალები

მედიის ინფორმაციით, მღვიმიდან უკვე ექვსი ბიჭი გამოიყვანეს - ურთულესი ოპერაციის დეტალები

ტაილანდში მღვიმედან უკვე 6 ბიჭი გამოიყვანეს. BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებთან ერთად „ესოშიეითიდ პრესი“ და „როიტერსი“ წერენ.

ოფიციალურ პირებს ევაკუირებულების ზუსტი რაოდენობის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

მღვიმეში ჩარჩენილი ფეხბურთელების გამოსაყვანად მაშველები დღეს შევიდნენ, მათთან ერთად იმყოფება ავსტრალიელი ექიმიც, რომელსაც ყვინთვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ექიმის გადაწყვეტილებით, მღვიმე თავდაპირველად იმ ბიჭებმა დატოვეს, რომლებიც თავს ყველაზე სუსტად გრძნობდნენ.

"ბიბისის" ჟურნალისტმა "ტვიტერზე" გამოაქვეყნა საავადმყოფოს ფოტო, სადაც მღვიმედან ცოტა ხნის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების 2 მანქანა შევიდა.

ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს დილით აღნიშნავდნენ, რომ ევაკუაცია, შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელებულიყო, თუმცა ბიჭების გამოყვანა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს, სავარაუდოდ, ამინდის გაუარესებას უკავშირდება.

12 ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი ექსკურსიაზე 23 ივნისს წავიდნენ. წყალდიდობის გამო გამოსასვლელი დაიტბორა და უკან დაბრუნება ვეღარ შეძლეს. გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ ისინი ბრიტანელმა მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა იმის გამო, რომ გვირაბები მთლიანად წყლითა და ტალახით არის სავსე, ბიჭების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"