სამაშველო ოპერაცია მღვიმეში დროებით შეჩერდა - ოფიციალური პირები მხოლოდ 4 ბიჭის ამოყვანას ადასტურებენ

სამაშველო ოპერაცია მღვიმეში დროებით შეჩერდა - ოფიციალური პირები მხოლოდ 4 ბიჭის ამოყვანას ადასტურებენ

სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელის ნარონგსაკ ოსოტანაკორნის ინფორმაციით, ოპერაციაში 90 მყვინთავი მონაწილეობს, მათგან 40 ტაილანდელია, 50 კი - სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ნარონგსაკმა განაცხადა, რომ მაშველებმა 4 ბიჭი ამოიყვანეს. პირველი მათგანი საავადმყოფოში ადგილობრივი დროით 17.40 წუთზე მიიყვანეს, ამ დროისთვის ოთხივე მოზარდი კლინიკაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

სამაშველო ოპერაცია 10 საათით შეწყდა და დილით კვლავ გაგრძელდება. ამ დროს კი მაშველები მოსამზადებლად გამოიყენებენ.

BBC-ს ინფორმაციით, ტაილანდში ახლა ძლიერი წვიმაა. მღვიმეში 9 ფეხბურთელი რჩება, მათ შორის არის მწვრთნელი.

რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაშველებმა 6 მოზარდის ამოყვანა შეძლეს, რაც ოფიციალური ინფორმაციით არ დადასტურდა.

12 ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი ექსკურსიაზე 23 ივნისს წავიდნენ. წყალდიდობის გამო გამოსასვლელი დაიტბორა და უკან დაბრუნება ვეღარ შეძლეს. გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ ისინი ბრიტანელმა მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა იმის გამო, რომ გვირაბები მთლიანად წყლითა და ტალახით არის სავსე, ბიჭების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე