"მე კარგად ვარ, მაგრამ დიდი უბედურება მოხდა, ტურისტები დახოცესო..." - რას ამბობს ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

"მე კარგად ვარ, მაგრამ დიდი უბედურება მოხდა, ტურისტები დახოცესო..." - რას ამბობს ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

ამერიკელი ცოლ-ქმრის და მათი 4 წლის მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის მწყემსი სოფელ წილკანიდანაა. ის წილკანში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. "ქრონიკამ" ბრალდებულის ოჯახის წევრები ჩაწერა, რომლებიც კატეგორიულად გამორიცხავენ მ.კ-ს ბრალეულობას.

"დარწმუნებული ვარ, მაგას ჩემი შვილი არ ჩაიდენდა. ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიკვლიონ წესიერად და გამაგებინონ რა ხდება. დარწმუნებული ვარ, ეგ ჩემი შვილის გაკეთებული არ არის. 7 ივლისს დამირეკა დილით, ვესაუბრე, მოვიკითხე როგორ ხარ-მეთქი, მითხრა მე ძალიან კარგად ვარ, მაგრამ დიდი უბედურება მოხდა, ტურისტები დახოცესო. ბევრი ხალხი ტრიალებს აქო... ეგ იყო ჩვენი ლაპარაკი", - ამბობს ბრალდებული მწყემსის დედა.

"გამოვრიცხავ ამას. აი, მეტირება... ბავშვი ისე გაიზარდა, გამარჯობა რომ ეთქვა ეგეც ერიდებოდა, ისეთი საცოდავი ბავშვი იყო. მამა ავადმყოფი ყავს, გაჭირვებული ოჯახია, წავიდა იქ იმის გულისთვის, რომ ოჯახს ლუკმა მივაწოდოო", - ამბობს "იმედთან" საუბარში სოფელ წილკნის მცხოვრები.

შსს-მ ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე 1998 წელს დაბადებული მ.კ დააკავა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მ.კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

წაიკითხეთ: "რომ კითხეს ბავშვმა რა დაგიშავაო - ტიროდა და ვესროლეო..." - რას ყვებიან სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს