"მისი მონათხრობი განსხვავებულია, ბრალს არ აღიარებს" - რას ამბობს ადვოკატი მკვლელობაში ბრალდებულ მწყემსთან შეხვედრის შემდეგ

"მისი მონათხრობი განსხვავებულია, ბრალს არ აღიარებს" - რას ამბობს ადვოკატი მკვლელობაში ბრალდებულ მწყემსთან შეხვედრის შემდეგ

ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მ.კ-ს ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ დანაშაულს მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს.

როგორც ნიკოლეიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დეტალებზე საუბრის ნებართვა მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან არ აქვს, თუმცა, ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაკავებულს სახის არეში დაზიანებები აღენიშნება.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაზიანება მას ნამდვილად აქვს სახის არეში. თუმცა, საიდან და როგორ მიიღო ეს დაზიანებები, დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ ისევ ბრალდებულის სურვილიდან გამომდინარე. მას არ სურს დეტალურად ვისაუბრო მედიასთან. დაზიანებასთან დაკავშირებით მას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. თუმცა, პასუხები ჯერჯერობით არ ვიცით. შევხვდი და ვესაუბრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, თუმცა დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. რა ინფორმაციაც მედიაში ვრცელდება, მისი მონათხრობი ამისგან განსხვავებულია. შეიძლება ითქვას, რომ ბრალს არ აღიარებს", - განაცხადა ადვოკატმა.

ნიკოლეიშვილი არ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რა ვითარებაში ნახა გარდაცვლილი ლორა სმიტი დაკავებულმა. ასევე ადვოკატი კომენტარისგან თავს იკავებს მ.კ-ს შერაცხადობის საკითხზე საუბრისგანაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს