აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობას ეხმაურება

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობას ეხმაურება

მადლობა საქართველოს მთავრობას, ძალოვან სტრუქტურას და დუშეთის მუნიციპალიტეტს, რომლებმაც ეფექტურად იმუშავეს დამნაშავის დასაკავებლად, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეტ რუთმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის ტრაგედიაზე ისაუბრა და მომხდარზე მწუხარება გამოთქვა.

დიპლომატის განცხადებით, სამწუხაროა ის, რაც მოხდა.

"შოკირებულნი ვართ მომხდართან დაკავშირებით. გამოვთქვამთ ძალიან დიდ მწუხარებას. ტრაგიკულად მოკლეს ბრაიან სმიტი, მისი მეუღლე და შვილი. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ საქართველოში და თავიანთი საქმიანობით ეკონომიკის განვითარებას უწყობდნენ ხელს. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვუთანაგრძნობთ გრდაცვლილების ოჯახს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ. მადლობა საქართველოს მთავრობას, ძალოვან სტრუქტურას და დუშეთის მუნიციპალიტეტის, რომლებმაც ეფექტურად იმუშავეს დამნაშავის დასაკავებლად", - განაცხადა ელიზაბეტ რუთმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ