"რაც ფული მქონდა წაღებული, თითქმის წამლებში დავხარჯე" - ხატია სიჭინავას ეგვიპტური არდადეგები შვილებთან ერთად

"რაც ფული მქონდა წაღებული, თითქმის წამლებში დავხარჯე" - ხატია სიჭინავას ეგვიპტური არდადეგები შვილებთან ერთად

ხატია სიჭინავამ წლევანდელი ზაფხული მთლიანდ ბავშვებს მიუძღვნა, შეიძლება ითქვას, თავი გაწირა და შვილები კლასელებთან ერთად ეგვიპტეში წაიყვანა. ბავშვებისთვის ეს პირველი მოგზაურობა გახლდათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თუ რატომ იყო ეს ნაბიჯი ხატიას მხრიდან "თავგანწირვა", ამას სამი შვილის დედასთან ინტერვიუში ამოიკითხავთ:

- ჩემი უფროსი შვილის, გაბრიელას კლასელების მშობლებმა ერთად გადავწყვიტეთ დასვენება. მოგზაურობა 2 თვით ადრე დავგეგმეთ, უფრო მეტნი უნდა წავსულიყავით, მაგრამ საბოლოოდ, სამნი გავემგზავრეთ 6 ბავშვით. მე პირველად წავედი შვილებთან ერთად საზღვარგარეთ დასასვენებლად. 2 თვით ადრე დავიწყე საკუთარი თავის ფსიქოლოგიურად შემზადება, რომ იქ მივდიოდი არა ჩემი დასვენებისთვის, არამედ ბავშვებისთვის, მათთვის უნდა დამეთმო მთელი დრო და ყურადღება, ისიც გავითვალისიწინე, რომ "ვალერიანები" დამჭირდებოდა (იცინის) მოკლედ, წავედით, ეგვიპტეში ძალიან ცხელოდა, 55 გრადუსი იყო, მაგრამ იქ სხვანაირი ჰავაა და ასე მძაფრად არ იგრძნობა სიცხე, თან ზღვის პირას ხარ, გინდა ჩახტები და გაგრილდები, გინდა - ამოხვალ. შესაბამისად, უფრო ადვილად იტან ამ ტემპერატურას, ვიდრე ქალაქში ყოფნისას. ერთადერთი პრობლემა იყო ის, რომ ბავშვები არ დამწვარიყვნენ და მზის დარტყმა არ მიეღოთ, ამიტომ დავრბოდი კრემებით და ქუდებით ხელში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საკუთარ რუჯზე ლაპარკი კი არა, ფიქრიც ზედმეტი იყო, მიუხედავად ამისა, ამ სირბილში დამეწვა მხრები და მივიღე მესამე ხარისხის დამწვრობა. აქედან წაღებული მქონდა მთელი აფთიაქი, მაგრამ აღმონჩდა, რომ არ მქონდა დამწვრობის საწინააღმდეგო არანაირი საშუალება.

იქ საერთოდ ფული არ გეხარჯება, იმიტომ რომ "ოლ ინკლუზივია" და თუ ბავშვების კაპრიზებს არ ჩავთვლით, ფული არ გჭირდება, მე კი, რაც ფული მქონდა წაღებული, თითქმის წამლებში დავხარჯე. თან ვერც გავაგებინე, რა მინდოდა, მერე მომცეს თავიანთი წამალი, რომელმაც, რა თქმა უნდა, არ მიშველა და ისე მტკიოდა მხრები ხელსაც ვერ ვიდები. რას ვიზამდი?! ეს მეათეხარისხოვანი იყო იმასთან შედარებით, რომ ყოველი დილა იწყებოდა ბავშვების თხოვნით, წავიდეთ აუზზე, ამ დამწვარი მხრებით მინდოდა, არ მინდოდა, მაინც დავდიოდი... საბოლოო ჯამში, თვითონ ბავშვები არაჩვეულებრივი ემოციებით დაბრუნდნენ უკან, უფრო მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს. იმდენად კარგი იყო, ვფიქრობ, მართლა შეიძლება, თავი გადადო იმისთვის, რომ ბავშვებს ასე ასიამოვნო. ჩემი შუათანა გოგო ისე გაშავდა, რომ ეგვიპტელი ეგონათ, მოანას ეძახდნენ, თან აფრიკული ნაწნავები გავუკეთე. იქვე დადიოდნენ ადამიანები, რომლებიც გთავაზობდნენ თმის დაწნას, ჰოდა დავაწნევინე, ყოველ დილით თმის დავარცხნის პროცედურა მაინც მქონდა აცილებული...განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ