სამაშველო ოპერაციის ბოლო ეტაპი დაიწყო - მღვიმიდან მწვრთნელსა და ოთხ ბიჭს გამოიყვანენ

სამაშველო ოპერაციის ბოლო ეტაპი დაიწყო - მღვიმიდან მწვრთნელსა და ოთხ ბიჭს გამოიყვანენ

მყვინთავებმა ტაილანდში სამაშველო ოპერაცია განაახლეს. CNN-ის ინფორმაციით, ისინი იმედოვნებენ,რომ დღეს მღვიმეში ჩარჩენილ 4 ფეხბურთელსა და მათ მწვრთნელსაც გამოიყვანენ.

19 მყვინთავი და ექიმი გამოქვაბულში ადგილობრივი დროით ორშაბათ ღამეს, 11 საათზე შევიდნენ.

„იმედი მაქვს, რომ ოთხივე ბავშვი, მწვრთნელი, მყვინთავები და ექიმი დღეს მშვიდობით გამოვლენ გარეთ,“ - განაცხადა ოპერაციის ხელმძღვანელმა ნარონგსაკ ოსოტანაკორნმა.

მღვიმეში ჩარჩენილი 8 ბიჭი მაშველებმა ბოლო 2 დღის განმავლობაში გამოიყვანეს. ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან და ექიმები ამბობენ, რომ თავს კარგად გრძნობენ. მედიკოსების განცხადებით, ბიჭები იზოლირებულ პალატებში არიან მოთავსებული, რადგან არსებობს ინფექციის საფრთხე.

ბიჭები და მათი მწვრთნელი 23 ივნისს გაუჩინარდნენ, როდესაც მღვიმეში ექსკურსიაზე შევიდნენ. მყვინთავებმა ფეხბურთელები 2 ივლისს იპოვეს.

ნახეთ ასევე : ტაილანდელი მწვრთნელის ტრაგიკული წარსული - მშობლები ამბობენ, რომ ბიჭები მან გადაარჩინა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე