კანადაში ანომალიურმა სიცხემ 70 ადამიანი იმსხვერპლა

კანადაში ანომალიურმა სიცხემ 70 ადამიანი იმსხვერპლა

კანადაში, კვებეკის პროვინციაში, ანომალიური სიცხისგან გარდაცვლილთა რიცხვმა 70-ს მიაღწია. ამის შესახებ ტელეკომპანია CBC იუწყება. მისივე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა კვებეკის პროვინციაში +40 გრადუსს აჭარბებს. გარდაცვლილი 70 ადამიანიდან 34 ქალაქ მონრეალში ცხოვრობდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმრავლესობა 60 წელს გადაცილებული, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები არიან.

ყოველდღიურად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში 1200-ზე მეტი ზარი შედის. ანომალიური სიცხის გამო მონრეალის ხელისუფლებამ საცურაო აუზების სამუშაო საათები გაახანგრძლივა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"