იწვევს თუ არა ლეღვის ნახარშით დამწვრობა სიკვდილს და კიდევ რომელი მცენარის გამო ხვდებიან დამწვრობის ცენტრში

იწვევს თუ არა ლეღვის ნახარშით დამწვრობა სიკვდილს და კიდევ რომელი მცენარის გამო ხვდებიან დამწვრობის ცენტრში

ლეღვის ნახაშით დამწვრობა რამდენიმე წელია ქართული ზაფხულის მოურჩენელი ტკივილია. ამ თემაზე ბევრს ხუმრობენ, თუმცა მისით გამოწვეული დაზიანებები სინამდვილეში სულაც არ გახლავთ სახუმარო თემა. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში პაციენტების სეზონური მატებაა. ცენტრის ხელმძღვანელი - გუგა ქაშიბაძე mshoblebi.ge-სთან დეტალურად განმარტავს, თუ რატომ არის ლეღვის ნახარშით გამოწვეული დამწვრობა განსაკუთრებით საშიში და რატომ უნდა ვერიდოთ კავკასიურ დიყას, რომელიც ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება...

- ლეღვის ნახარში ისეთ ნივთიერებას შეიცავს, რომ ქიმიურ დამწვრობას იწვევს. თან ემალის ქვაბში ხარშავენ, რითაც ამ საშიშ თვისებებს კარგად ინარჩუნებს და საბოლოოდ უმძიმესი შედეგებით სრულდება! დამერწმუნეთ, ნამდვილად არ ღირს თავის გამეტება...

- შეიძლება ლეღვის ნახარშით ჯანმრთელობის დაზიანებამ ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს?

- თეორიულად კი. საბედნიეროდ საქართველოში ლეღვის ნახარშით დაღუპვის შემთხვევა არ გვქონია, თუმცა შარშან და შარშანწინ რეანიმაცია დასჭირდათ პაციენტებს... ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანი რომ რაღაცას ჩაიდენ და ამის გამო რეანიმაციაში მოხვდები, რა თქმა უნდა, საშიშროება გემუქრება.

- ამ ნახარშით დამწვრობა რით განსხვავდება ჩვეულებრივი, მზისგან მიღებული დამწვრობისგან?

- ლეღვით დამწვრობა იწვევს ქიმიურ რეაქციას კანზე, ხოლო ჩვეულებრვი დამწვრობა არის თერმული დაზიანება, ტემპერატურის შედეგად მიღებული. ორივე დამწვრობა ერთმანეთს ძალიან ჰგავს, მაგრამ ლეღვის ნახარშით დამწვრობა მიმდინარეობით განსხვავდება და მძიმედ ითვლება. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ