საბერძნეთი ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს

საბერძნეთი ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს

საბერძნეთი ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს და ქვეყანაში შესვლას კიდევ ორ დიპლომატს უკრძალავს. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა Kathimerini მაღალი რანგის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საბერძნეთის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატების უკანონო საქმიანობაზე ათენის პასუხს წარმოადგენს. გამოცემის წყაროების მტკიცებით, დიპლომატების უკანონო საქმიანობაში ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების მცდელობები და სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვა იგულისხმება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"