ტრამპს ფეხბურთის ყურების გამო, აეროპორტში ბელგიის ხელისუფლების არც ერთი უმაღლესი პირი არ დახვდა

ტრამპს ფეხბურთის ყურების გამო, აეროპორტში ბელგიის ხელისუფლების არც ერთი უმაღლესი პირი არ დახვდა

აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომელიც გუშინ საღამოს ბრიუსელში ჩავიდა, ბელგიის ხელისუფლების არც ერთი უმაღლესი პირი არ დახვდა. ამის შესახებ გამოცემა Le Soir წერს.

დონალდ ტრამპი მეუღლე მელანიასთან ერთად ბელგიაში ადგილობრივი დროით 20:50 საათზე ჩაფრინდა, როდესაც რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ბელგიის ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს ხვდებოდა.

ბელგიის მეფე ფილიპე და საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი სანკტ-პეტერბურგში იმყოფებოდნენ და საფეხბურთო მატჩს თვალყურს სტადიონიდან ადევნებდნენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი კი, ფეხბურთს ნაკრების ერთ-ერთი წევრის ედენ აზარის მშობლიური ქალაქის ბრენ-ლე-კონტის ფანზონაში, გულშემატკივრებთან უყურებდა.

აშშ-ს პრეზიდენტს აეროპორტში საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის ხელმძღვანელი ფრანსუაზა გიუსტენი დახვდა.

Le Soir-ის ინფორმაციით, ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების ლიდერების დახვედრაც ანალოგიურ დონეზე გაიმართება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"