„რეზონანსი" - ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილს იწვევს

„რეზონანსი" - ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილს იწვევს

ყოველდღიური კოსმეტიკა ადამიანის ჯანმრთელობისთვის იმდენად მავნეა, რომ შეიძლება სიკვდილის გამომწვევიც გახდეს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საფრთხეს შეიცავს როგორც პარფიუმერული ნაწარმი, ასევე საპონი, შამპუნი და თავის მოვლის საშუალებები, რასაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ.როგორც აღმოჩნდა, მავნე კოსმეტიკის მუდმივი მოხმარება იწვევს სიმსუქნეს და ისეთ მძიმე ავადმყოფობას, როგორიცაა სიმსივნე და კანის სხვადასხვა დაავადება.

სპეციალისტების ინფორმაციით, ყოველწლიურად ქალის ორგანიზმში ხვდება დაახლოებით 3 კილოგრამი კოსმეტიკა – პომადა, კრემები, ნიღბები, თმებისა და ფრჩხილების აქროლადი ლაქი. მაგალითად, ფრჩხილის ლაქი იწვევს ალერგიულ რეაქციას, კიბოს უჯრედების ზრდის პროვოცირებას, ფეხმძიმე ქალებში ნაყოფის სიმახინჯეს. გამხსნელად გამოყენებული აცეტონი იწვევს ნარკოტიკულ ზემოქმედებას, ახასიათებს კუმულაციური თვისება, იწოვება შესუნთქვით, კანით, კვების არხით. სისხლით გადადის ტვინში, ღვიძლში, თირკმელებში გულში.

შესწავლილია 4 პოპულარული ფირმის კოსმეტიკურ პროდუქტებში მძიმე მეტალების შემცველობა. აღმოჩნდა, რომ ისინი შეიცავდნენ: ნიკელს (100%), ტყვიას (96%), ბერილიუმს (90%), ასევე, დარიშხანსა და კადმიუმს, რომლებიც ორნგანიზმში გროვდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. შემოწმებული 50 პომადიდან მხოლოდ 14 აღმოჩნდა უვნებელი. უმრავლესობა შეიცავდა ნავთობპროდუქტებს, ხოლო ნახევარზე მეტი – ტყვიას.

ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრის, პროფესორ რამაზ გახოკიძის თქმით, მავნე კოსმეტიკა შეიძლება შეფასდეს, როგორც ნელი მოქმედების ნაღმი, რომელმაც დროთა განმავლობაში ადამიანის სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს.

მწარმოებლებს ნაკლებად აღელვებთ მყიდველთა ჯანმრთელობა, მაგალითად, მათთვის ტექნოლოგიურად უფრო ხელსაყრელია, დაამზადონ კოსმეტიკა არა ნატურალური კომპონენტებით, არამედ სინთეზური ნივთიერებებისა და ნავთობპროდუქტების ჭარბი შემცველობით, რისი გამოყენებაც საშიშია.

გახოკიძის თქმით, დღეს აქტიურად გამოიყენება ბიოაქტიური კოსმეტიკაც, მაგალითად, კრემები, რომლებიც შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს – ადამიანის პლაცენტას, გარეული ცხოველების სპერმებსა და უჯრედებს. ხშირად ისინი შეიცავენ ესტროგენებს (ცხოველური წარმოშობის ჰორმონებს), რომლებიც ადვილად იჭრება კანში, იწოვება სისხლში და გაუთვალისწინებელი ჰორმონული რეაქციის გამოწვევა შეუძლია. ასეთი კოსმეტიკა საშიშია ქალებისთვის რომელთაც აწუხებთ ღვიძლი და აქვთ ამაღლებული ესტროგენური ფონი ან იყენებენ ჰორმონალ კონტრაცეპტივებს, რადგან იზრდება სარძევე ჯირკვლებისა და საშვილოსნოს კიბოს რისკი.როგორც წესი, დამატენიანებელი კრემები შეიცავს 30-60 კომპონენტს (ემულგატორები, კონსერვანტები, არომატიზატორები), რომელთა უმრავლესობა სინთეზურადაა მიღებული (ხშირად ნავთობისგან) და ტოქსიკურია.

რამაზ გახოკიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ ყურადღება მივაქციოთ კბილის პასტის შემცველობას.

"არ შეიძლება იმ პასტის ხმარება, რომელიც შეიცავს ალუმინის ოქსიდს ან ანტიბაქტერიულ დანამატებს, მაგალითად, ტრიკლოზანს. იგი ანადგურებს მიკროორგანიზმებს პირის ღრუში, მაგრამ პათოგენურ მიკროფლორასთან ერთად ნადგურდება ორგანიზმისთვის სასარგებლო საპროფიტური მიკროფლორაც. გარდა ამისა, ბაქტერიები სწრაფად ეგუებიან ტრიკლოზანს.

ზოგიერთ მწარმოებელს პასტაში შეაქვს ისეთი ანტიბიოტიკებიც, როგორიცაა მეტრონიდაზოლე და ქლორჰექსინი. ზოგიერთ კბილის სახეხ საშუალებაში ქაფწარმოქმნის გასაუმჯობესებლად გამოიყენება ნატრიუმის ლაურილსულფატი, რომელიც, როგორც ახლახან დაადგინეს ამერიკელმა მეცნიერებმა, უმცირესი რაოდენობითაც კი იწვევს კატარაქტას", - აღნიშნავს იგი...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ