როგორ გლოვობენ მარნეულში მცხოვრები აზერბაიჯანელები სმიტებს

როგორ გლოვობენ მარნეულში მცხოვრები აზერბაიჯანელები სმიტებს

ამერიკელი ცოლქ-მრისა და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის ამბავმა მთელი საქართველო შეძრა. მათ განსაკუთრებით მარნეულში მცხოვრები აზერბაიჯანელები გლოვობენ, რომლებიც სმიტების ოჯახს პირადად იცნობდნენ. ამერიკელი ცოლ-ქმარი საქართველოში საცხოვრებლად შვიდი წლის წინ გადმოვიდა და მარნეულში დასახლდა. იქ მათ საკუთარი ბიზნესიც ჰქონდათ. ტრადიციულ აზერბაიჯანულ სტილში შესრულებულ ხალიჩებს ადგილობრივებს აქსოვინებდნენ, შტატებში გზავნიდნენ და ყიდიდნენ.

ადგილობრივი აზერბაიჯანელები მათ თბილ და ყურადღებიან პიროვნებებად ახასიათებენ. ამბობენ, რომ ცოლ-ქმარი აზერბაიჯანულად გამართულად საუბრობდა, რაც მათ ადგილობრივ მცხოვრებლებთან კომუნიკაციაში ეხმარებოდა.

სასტიკი მკვლელობის შემდეგ მარნეულში მცხოვრები აზერბაიჯანელები სოციალურ ქსელში პროფილის და "ქავერის" ფოტოდ სმიტების ოჯახის ფოტოებს აყენებენ, ასევე აზიარებენ მათ ოჯახურ ვიდეოებს.

ნახეთ სმიტების ოჯახური ფოტოები, რომლებიც აზერბაიჯანელმა მეგობრებმა გლოვის ნიშნად საკუთარ "პროფილებზე" გააზიარეს

შეგახსენებთ, რომ სმიტების ოჯახის სამი წევრის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ მწყემსს მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შეუფარდა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სმიტების ოჯახი მისი მოკლული არაა.

„ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ“, - განაცხადა კობაურმა სასამართლოზე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ