ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს საერთაშორისო კლასის სპეციალისტი უხელმძღვანელებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს საერთაშორისო კლასის სპეციალისტი უხელმძღვანელებს

BTU-ს ახალი რექტორი, ანდრო რურუა უხელმძღვანელებს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სასწავლებლის, ლიმერიკის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორია საინჟინრო და მეცნიერების მიმართულებით.

რურუას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებთან მუშაობის დიდი გამოცდილება. უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში, ანდრო რურუას განხორციელებული აქვს მსხვილი საერთაშორისო პროექტები განათლებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ის არის საერთაშორისო გამოცემების სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი, ლიმერიკის უნივერსიტეტის ევროპათმცოდნეობის კვლევითი ცენტრის საბჭოს წევრი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი მიხეილ ბატიაშვილი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატად წარადგინა. სწორედ ამის შემდეგ გახდა უნივერსიტეტის რექტორის პოზიცია ვაკანტური.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წელს დაფუძნდა და მოკლე ხანში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. განხორციელებული პროექტების მასშტაბურობით და ინოვაციურობით, უნივერსიტეტი ერთერთი მოწინავეა ქვეყანაში. სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირება და ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ პროექტებში ახალი რექტორის ხელმძღვანელობით გაგრძელდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ