კაბა, რომელზეც დღეს მსოფლიო ლაპარაკობს, მელანია ტრამპზე ადრე თინა კანდელაკს ეცვა

კაბა, რომელზეც დღეს მსოფლიო ლაპარაკობს, მელანია ტრამპზე ადრე თინა კანდელაკს ეცვა

ბოლო დროს სელებრითები უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნენ. ამის მიზეზი კი ერთნაირი სამოსი გახლავთ. ცნობილი დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსი შესაძლოა ერთდროულად ეცვას ამერიკის პირველ ლედის და ქართველ ვარსკვლავს.

ამჯერად ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთში მცხოვრები ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი. მან სოციალურ ქსელში მისი და მელანია ტრამპის ერთობლივი ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა. სადაც ულამაზეს მანდილოსნებს ერთნაირი კაბები აცვიათ.

რომელს უფრო უხდება "კელვინ კლაინის" შავი კაბა, ამის გადაწყვეტა კანდელაკმა ინსტაგრამის მიმდევრებს მიანდო. აშკარაა, რომ თინა კანდელაკმა აღნიშნული კაბა მელანია ტრამზე ადრე შეიძინა, რადგან აშშ-ის პირველი ლედი "კელვინ კლაინის" კაბით პირველად გუშინ ბელგიაში გამოჩნდა, სადაც "ნატოს" ქვეყნების ლიდერების მეუღლეებთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებს დაესწრო.

იხილეთ თინა კანდელაკის ფოტო

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს