მშობლები 3 წლის ტყუპებს გალიაში კეტავდნენ და სამსახურში მიდიოდნენ - პოლიციამ ბიჭები თავშესაფარში გადაიყვანა

მშობლები 3 წლის ტყუპებს გალიაში კეტავდნენ და სამსახურში მიდიოდნენ - პოლიციამ ბიჭები თავშესაფარში გადაიყვანა

სამი წლის ტყუპი ძმები ხის მცირე ზომის გალიაში, საკუთარ სახლში იპოვეს. The Sun-ის ინფორმაციით, შემთხვევა ბრაზილიაში, ქალაქ აპარეციდინიაში მოხდა. ბიჭების ფერმერი მშობლები შვილებს ხის ყუთში ამწყვდევდნენ და თვითონ სამსახურში მიდიოდნენ.

პოლიციაში ბავშვების მდგომარეობის შესახებ ანონიმური ზარი შევიდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მცირეწლოვნები ორად გაყოფილ ხის გალიაში ჯაჭვებით დაბმული აღმოაჩინეს.

პოლიციის განცხადებით, მათ ყუთში არ ჰქონდათ არც სათამაშო, არც რბილი ბალიში.

მშობლები დააკავეს, ბიჭები კი თავშესაფარში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მიუსჯიან თუ არა პატიმრობას ტყუპების მშობლებს.

ამასთან, პოლიციაში ამბობენ, რომ ბავშვებს სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"