რა წერილი გამოუგზავნეს ხადაში მოკლული რაიან სმიტის მშობლებმა მარნეულელებს

რა წერილი გამოუგზავნეს ხადაში მოკლული რაიან სმიტის მშობლებმა მარნეულელებს

მარნეულელებმა ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის სამოქალაქო პანაშვიდი გადაიხადეს. 12 ივლისს მარნეულში, სმიტების საცხოვრებელ სახლთან მათი აზერბაიჯანელი მეგობრები, მეზობლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ სმიტების სახლთან ყვავილები, სათამაშოები და სანთლები მიიტანეს.

მარნეულელები რაიან და ლორა სმიტებს თბილ, გულისხმიერ და უკონფლიქტო ადამიანებად ახასიათებენ და აღნიშნავენ, რომ მარნეულში ცხოვრების პერიოდში ისინი ყველას ეხმარებოდნენ.

სმიტების ოჯახის ახლო მეგობარმა, მაიკმა სამოქალაქო სამძიმარზე შეკრებილებს რაიანის მშობლების წერილიც წაუკითხა.

რადიო "მარნეული" წერილის შინაარსს ავრცელებს:

"მარნეული რაიანის, ლორას და კაილების ნამდვილი სახლი იყო. ამ ზამთარს რაიანმა, ლორამ და კაილებმა სამი თვე ამერიკაში, მეგობრებთან ერთად გაატარეს, მაგრამ მათ უნდოდათ, რომ მარნეულში აზერბაიჯანელ და ქართველ მეგობრებთან დაბრუნებულიყვნენ. მათ მარნეულში საცხოვრებლად სახლი ააშენეს და უნდოდათ კაილები, როგორც აზერბაიჯენელი, მარნეულში ისე აღეზარდათ.

ჩვენც, თქვენსავით რაიანის, ლორასა და კაილების დაკარგვის გამო ვწუხვართ. ჩვენ მოგვენატრება მათი სიყვარული. ახლა ისინი სამოთხეში ალბათ იესოს შეხვდნენ. მე და ბაირონი მომდევნო თვეს მარნეულში, თქვენთან შეხვედრას ვაპირებთ. ყველას ოჯახს სიყვარულს ვუსურვებთ - რაიანის ამაყი მშობლები და საყვარელი კაილების ბებია-ბაბუა - ლინი და ბაირონი" - ნათქვამია წერილში.

ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი წყვილი ლორა და რაიან სმიტები ხალიჩების ბიზნესით იყვნენ დაკავებულები. რაიან სმიტი მარნეულში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ტრადიციულ ნაციონალურ ხალიჩებს აქსოვინებდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში აგზავნიდა სარეალიზაციოდ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ