რა მიზნით იმყოფება დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპაში

რა მიზნით იმყოფება დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპაში

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ამჟამად ევროპაში იმყოფება.

ინფორმაცია ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. გამოცემის ინფორმაციით, ყოფილი მინისტრის ევროპაში ვიზიტის მიზანია, რამდენიმე მსხვილ, პოტენციურ ინვესტორთან მოლაპარაკება და შემოყვანა ისეთ დარგებში, როგორიცაა განახლებადი ენერგეტიკა, სასტუმრო ბიზნესი და დეველოპმენტი. ყველა ეს მიმართულება საინტერესოა ინვესტიციებისთვის, რასაც ბოლო სტატისტიკა მოწმობს. ამ დარგებში ინვესტიციების მოცულობა ბოლო წლებში ზრდის ტენდენციით გამოირჩევა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მთლიანად ენერგეტიკაში 2018 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 31,6%-ით 6,614 მლნ დოლარიდან 8,709 მლნ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება წლიურ ჭრილში ინვესტიციების ზრდას, 2017 წელს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 2016 წელთან შედარებით თითქმის 70%-ით მოიმატა. კერძოდ, 2016 წელს სექტორში 117,1 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, 2017 წელს კი 188,5 მლნ დოლარის.

ამასთან, „საქსტატის“ ოფიციალური სტატისტიკით გაიზარდა მშენებლობის სექტორში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციებიც. კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 69 მლნ დოლარი შეადგინა. მაშინ, როცა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი იყო 54,4 მლნ დოლარი განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ