რას ითვალისწინებს მენტორების პროგრამა, რომლის დაწყებასაც განათლების სამინისტრო სექტემბრიდან გეგმავს

რას ითვალისწინებს მენტორების პროგრამა, რომლის დაწყებასაც განათლების სამინისტრო სექტემბრიდან გეგმავს

ვფიქრობთ, რომ მენტორების პროგრამას სექტემბრიდან დავიწყებთ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მიხეილ ბატიაშვილმა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

„ერთ-ერთი ინიციატივა, რომელზეც ვფიქრობთ სკოლის მიმართულებით, ეს იქნება მენტორების პროგრამა. მეც და ჩვენი სტრუქტურაც მზად ვართ წავიდეთ სკოლაში და დავიწყოთ მენტორობა. ამ პროგრამაზე ამჟამად ვმუშაობთ. მენტორობაში იგულისხმება, როდესაც ვიღაც ერთი საათით თავისი პროფესიით თავისი გამოცდილების შესახებ ნებისმიერი ფორმით მიაწვდის ინფორმაციას მოსწავლეებს. იმედი მაქვს, იქნება მაქსიმალური ჩართულობა. ამ პროგრამით ბევრი ორგანიზაციაც დაინტერესდება. ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამას სექტემბრიდან დავიწყებთ“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ