იაპონიაში სტიქია გრძელდება - დაღუპულთა რიცხვი 216 ადამიანამდე გაიზარდა

იაპონიაში სტიქია გრძელდება - დაღუპულთა რიცხვი 216 ადამიანამდე გაიზარდა

იაპონიაში ძლიერი წვიმებისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 216 ადამიანამდე გაიზარდა. ამ მომენტისთვის 27 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „კიოდო“ პოლიციის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ადამიანი (106) ჰიროსიმას პრეფექტურაში გარდაიცვალა. გასული კვირის ბოლოს იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში ძლიერი წვიმა მოვიდა, რამაც მეწყერი და წყლის ადიდება გამოიწვია. ამ მომენტისთვის 4 ათასი ადამიანი საევაკუაციო პუნქტებში იმყოფება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"