ჰელსინკში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეთა მარში იმართება

ჰელსინკში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეთა მარში იმართება

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ქუჩაში გამოვიდნენ და აქცია გამართეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

„საერთაშორისო ყურადღების მისაქცვევად, რომელიც ჰელსინკისკენ არის მიმართული, ადამიანებს მოვუწოდებთ ძლიერად ამოიღონ ხმა ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, მშვიდობისა და კლიმატის დასაცავად“, - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

აქციის მონაწილეები გეგმავენ მარშით გადაინაცვლონ ჰელსინკის ქუჩებში და სენატის მოედანზე, პარლამენტის შენობასთან დაასრულონ აქცია.

თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების პირისპირ შეხვედრა ფინეთის დედაქალქში, პრეზიდენტის სასახლეში 16 ივლისს გაიმართება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"