13 ივლისს, 18:00 საათზე პეკინისა და საბურთალოს ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ გადასასვლელზე (ზებრაზე)ქართული ბრძოლის ინსცენირება გაიმართა. ერთი საათის განმავლობაში შუქნიშანზე წითელი ფერის ანთებისას ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეები ეროვნულ სამოსში ასრულებდნენ ცეკვა ფარიკაობასა და წარმოადგენდნენ ქართულ საბრძოლო ხელოვნებას.
ღონისძიება განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა გამვლელებისა და შუქნიშანთან გაჩერებული მძოლებისთვის. იცინი იღებდნენ ვიდეოებს, ტაშითა და სიგნალებით ამხნევებდნენ მოცეკვავეებს.

პერფორმანსის მიზანი იყო ეფექტური და მოულოდნელი წარმოდგენის გზით საზოგადოებისთვის დადებითი განწყობა შეექმნა,შეეხსენებინა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების შესახებ და ასევე ეცნობებინა წიგნის „დავით აღმაშენებელი“ გამოცემა. წიგნი გამომცემლობა პალიტრა L-ის პროექტის, „ქართველი მეფეების“, ფარგლებში16 ივლისიდან გამოიცემა.
წიგნის ავტორია აკადემიკოსი როინ მეტრეველი.