დავით სერგეენკო - ორი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მათთან მოსალოდნელია გართულებები

დავით სერგეენკო - ორი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მათთან მოსალოდნელია გართულებები

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული მუშებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მათთან გართულებები მოსალოდნელია, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში, დაშავებული მეშახტეების მონახულების შემდეგ განუცხადა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, 4 პაციენტიდან, რომლებიც დამწვრობის ცენტრში იმყოფებიან, ორის მდგომარეობა მსუბუქია.

„ორი პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფება და უახლოეს დღეებში გაეწერებიან კლინიკიდან; აქ მოსალოდნელი საფრთხეები არ არის. რაც შეეხება ორ პაციენტს, რომლებიც რეანიმაციაში რჩებიან და ჰქონდათ სხეულის დიდი ფართობის დამწვრობა, მათთან მოსალოდნელია გართულებები დამწვრობის დიდი ფართობის გამო. თუმცა, რაიმე განსაკუთრებული გართულება ჯერ არ გვაქვს. ექიმები ამზადებენ გეგმური ოპერაციების და გეგმური ქირურგიული ჩარევებისთვის. მათ სრული მკურნალობა უტარდებათ და გუნდი, რომელიც ჩართულია ამ მკურნალობაში, მაღალი კვალიფიკაციისაა",- განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობას, როგორც სერგეენკომ აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის პროცესში ჩართვის აუცილებლობა არ არის."მათი გამოჯანმრთელების შემდეგ ფინანსური დახმარების კუთხითაც, რა თქმა უნდა, არანაირი დაბრკოლება არ იქნება",- განაცხდა სერგეენკომ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ