ქართველი გოგონა, რომელიც ლონდონში, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის თანამფლობელია - "თავდაპირველად სტაჟიორად დავიწყე მუშაობა"

ქართველი გოგონა, რომელიც ლონდონში, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის თანამფლობელია - "თავდაპირველად სტაჟიორად დავიწყე მუშაობა"

დიდი ბრიტანეთის ბიზნესასოციაციის ქართველი წევრი ირინა გუჯაბიძე უკვე რამდენიმე წელია, ლონდონში, ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და 5%-იანი წილის მფლობელიც გახლავთ. ეს კომპანია - APPY FOOD&Drinks აწარმოებს ბიოპროდუქციას ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და თანამშრომლობს არაერთ ცნობილ კომპანიასთან. ირინა 10 წლის წინ ჩავიდა ლონდონში და სწორედ აქედან დაიწყო მისი ოცნებების ახდენა, რასაც დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდა.

- წარმოშობით გურულები ვართ, მაგრამ გუჯაბიძეების უკვე მერამდენე თაობა აქ, ფოთში ცხოვრობს. დედით მეგრელი ვარ, ასე რომ, შერეული ხასიათი მაქვს (იცინის). ფოთში პირველი გიმნაზია დავამთავრე, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად ითვლებოდა და იმდენად ღრმა ცოდნა მომცა, რომ რეპეტიტორები არც დამჭირვებია. საერთოდ, ჰუმანიტარული საგნები უფრო მიყვარდა, განსაკუთრებით ინგლისური, ქართული ლიტერატურა და ისტორია.

მამა პროფესიით მშენებელ-ინჟინერია, დედა - ექთანი. 3 შვილი ვყავდით და ყველანაირად ცდილობდნენ, კარგი განათლება მოეცათ ჩვენთვის. შანსს არც მიტოვებდნენ, ცუდად მოვქცეულიყავი და მეზარმაცა. სკოლის შემდეგ აუცილებლად სახლში ვბრუნდებოდი და გაკვეთილებს ვამზადებდი. საღამოს კი დედა ყველა გაკვეთილს მიმოწმებდა, მათემატიკის გარდა - მათემატიკა მამის ან ჩემი გამზრდელი ნუცა ბებოს პრეროგატივა იყო.

- სკოლის შემდეგ სწავლა სად გააგრძელეთ?

- ისევ და ისევ სიფრთხილის გამო, მშობლებმა თბილისში არ გამიშვეს. ამიტომაც სწავლა გავაგრძელე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის ფილიალში.

- თბილისში არ გაგიშვეს და ლონდონში გაშვების არ შეეშინდათ, ხომ?

- (იცინის) სხვა გზა არ ჰქონდათ, გავთხოვდი და რაღას იზამდნენ? მოკლედ, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე, ისიც მშობლების თხოვნით. იმის მიუხედავად, რომ სამართალმცოდნეობის შესწავლა ჩემი ცხოვრების მიზანი არ ყოფილა, მაინც წარმატებით დავამთავრე და წითელი დიპლომიც ავიღე. პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება მაქვს. დაკისრებული საქმე ყოველთვის ბოლომდე უნდა მივიყვანო. სამაგიეროდ, ლონდონში რომ წამოვედი, ვთქვი, აი, ახლა კი იმას ვისწავლი, რაც მაინტერესებს და იმას გავაკეთებ, რაც მინდა, რომ გავაკეთო-მეთქი და ჩავაბარე სანდერლენდის უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე, მარკეტინგის განხრით.

შემდეგ დავამთავრე მაგისტრატურა მარკეტინგისა და პიარის განხრით ბრიუნელის უნივერსიტეტში. მამაჩემი დღემდე მეკითხება, - მაინც ვერ გავიგე, რა არის ეს მარკეტინგი, რა სიკეთე მოაქვს და იქნებ გამაგებინოო. თუმცა, თითოეული ჩემი ნაბიჯით ამაყობს. მისი ოცნებაა, ლექციები წავიკითხო და როდესაც ბრიუნელის უნივერსიტეტმა, როგორც საუკეთესო კურსდამთავრებულს, ლექციების წაკითხვა შემომთავაზა, უბედნიერესი იყო.

- საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მიაღწიეთ წარმატებას. როგორ გგონიათ, რა იყო წარმატების მთავარი მიზეზი?

- წარმატება ზოგთან ადვილად მოდის, ზოგს კი უფრო მეტი მუშაობა სჭირდება ამის მისაღწევად. ჩემთვის ადვილი არ ყოფილა ეს გზა - იყო ბიბლიოთეკაში გათენებული ბევრი ღამე, მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა. წარმატების აუცილებელი წინა პირობაა მიზანდასახულობა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. უნდა იცოდე, რა გინდა და რას ელი ამ ცხოვრებისგან.

კიდევ, იცით, რა არის? ჩემი მშობლები და ძმები რატომღაც ყოველთვის უფრო ბევრს ელიან ჩემგან, ზოგჯერ უფრო მეტსაც, ვიდრე შემიძლია. მეც ვცდილობ, მათ იმედი არ გავუცრუო. ამასთან, ლონდონში ჩამოსვლისას იმ ასაკში ვიყავი, რომ შემეძლო ბევრი რამ მესწავლა. გვერდით მყავდა მეუღლე და აქ იყო მეუღლის დედაც, რომელიც დიდ მოტივაციას გვაძლევდა ორივეს...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ