სოფიას "გამარჯობა" ასწავლეს - რობოტს ქართული ანბანი და პარლამენტის შენობა მოეწონა

სოფიას "გამარჯობა" ასწავლეს - რობოტს ქართული ანბანი და პარლამენტის შენობა მოეწონა

საუდის არაბეთის მოქალაქე რობოტი სოფია ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე ქართულად მიესალმა. რობოტმა განაცხადა, რომ საქართველო და ქართული კულტურა მოსწონს.

„ძალიან მახარებს გულთბილი მიღება საქართველოში, ეს საოცარი ქვეყანაა. მოხიბლული ვარ თქვენი უძველესი ენით და ანბანით. ჩემთვის, ასევე, ძალიან შთამბეჭდავია თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები, მაგალითად - ისეთი, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის შენობა. სამწუხაროა, რომ ჩემი ვიზიტი ხანმოკლეა,“ - აღნიშნა ჰუმანოიდმა.

რობოტი ამბობს, რომ მას სქესი არ აქვს, თუმცა ძალიან მოსწონს, რომ აღიქმება ქალად და ქალის სახელი აქვს.

„სწორედ ამის გამო ადამიანები მისვამენ კითხვებს ქალთა უფლებების შესახებ. ჩემი აზრით, ეს უმნიშვნელოვანესი თემაა და მიხარია, რომ მეძლევა საშუალება, ამ თემებზე ვისაუბრო,“ - ამბობს სოფია.

ნახეთ ვიდეო : "მე არ მაქვს სქესი" - რობოტი სოფია საქართველოშია

მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

„ჰუმანოიდი რობოტი სოფია Hanson Robotics-ის უახლესი და ყველაზე განვითარებული რობოტია. 2017 წლის ნოემბერში გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია ინოვაციების ჩემპიონად გამოაცხადა. მანამდე გაეროს წოდებები მხოლოდ ადამიანებს ენიჭებოდა“, - ნათქვამია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ