აქცია ტყიბულში - ვის გადადგომას ითხოვენ მეშახტეები?

აქცია ტყიბულში - ვის გადადგომას ითხოვენ მეშახტეები?

ტყიბულელი მეშახტეები კომპანია „საქნახშირის“ გენერალური დირექტორისგან წარმოების დირექტორის, შახტის დირექტორის და შახტის მთავარი ინჟინერის გათავისუფლებას ითხოვენ. მათ შესაბამისი ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. აღნიშნული მოთხოვნა მეშახტეებმა გენერალურ დირექტორს ჯამბულ ჯაყელს შეხვედრაზე გააცნეს. როგორც ჯაყელმა აღნიშნა, მეშახტეების მოთხოვნის განხილვა, წარმოების სრულად აღდგენისთანავე მოხდება.

ამასთან, „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი შახტში ორი დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილებს და მათ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„აქვთ წარმოდგენილი განცხადება და ხელმოწერილი სია. ითხოვენ წარმოების დირექტორის, შახტის დირექტორის და შახტის მთავარი ინჟინერის გათავისუფლებას. ვინაიდან დღეს ჩვენ ვართ იმ რეჟიმში, როგორშიც ვართ, ფაქრობრივად მუშახელი ისვენებს და ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოების წესების პრევენციებსა და წყლის ამოქაჩვის სამუშაოებს ვატარებთ მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით, ვინც გამოთქვა სურვილი დარჩენილიყო და ვაწარმოოთ ეს საქმე. მე მათ დავპირდი, რომ სამუშაოების აღდგენის სრული ციკლისთანავე, განხილული იქნება მათი მოთხოვნები და შესაბამისი ზომები იქნება გატარებული“, - განაცხადა „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ