"ღამე ვზივარ და ველი, როდის დარეკავს, ცოცხალი რომ გამოვიდა იქიდან..." - მაღაროელის ცოლის გულახდილი ინტერვიუ

"ღამე ვზივარ და ველი, როდის დარეკავს, ცოცხალი რომ გამოვიდა იქიდან..." - მაღაროელის ცოლის გულახდილი ინტერვიუ

ტყიბულში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომლის დროსაც 4 მაღაროელი დაიღუპა და 6 დაშავდა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოძიების დასრულებამდე ტყიბულის შახტა დაიხურა. როგორც მამუკა ბახტაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვიდრე შახტა დახურული იქნება, დასაქმებულებს ხელფასი აუნაზღაურდებათ… ტყიბულის მაღაროში უამარავი ადამიანი იყო დასაქმებული და მიუხედავად ტრაგედიებისა, ამბობენ, რომ იქ მუშაობის 1500 მსურველი რიგში დგას…სასაუბროდ რიგითი მაღაროელის მეუღლეს დავუკავშირდით, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა:

- 21 წელია გათხოვილი ვარ და ბოლო ერთი წელია ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა! არავის ჩემიანს მანდ არ უმუშავია და არც ვიცოდი, თუ ამდენად საშინელება იყო... ჩემი მეუღლე თბილისში მშენებლობაზე დაშავდა და ავადმყოფობის შემდეგ გადაწყვიტა, მუშაობა აქ დაეწყო, რადგან სახლთან ახლოს იყო. ოჯახის წევრების კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დაიწყო მუშაობა და იმის შემდეგ ჩვენი ცხოვრებაც კოშმარად იქცა... ახლა რომ აფეთქება მოხდა, იმ დილას 7 საათზე დამირეკა და მისი ტელეფონიდან რომ ზარი შემოვიდა, იმხელა ვიკივლე, მძინარე ბავშვი შიშით საწოლიდან გადმოვარდა. მეგონა, რამე თუ დაემართა და სხვა მირეკავდა მისი ტელეფონიდან.არადა იმის სათქმელად დარეკა საინფორმაციოები გამოაცხადებენ დაღუპულების და დაშავებულების შესახებ და არ შეგეშინდეთ, მე ჯერ ჩასული არ ვიყავიო... სულ ვემუდარები, მუშაობას თვი დაანებე-მეთქი და ამბობს, რაც მიწერია, მაინც არ ამცდებაო. ჩემი თანამშრომლის მეგობარი დაიღუპა ცოტა ხნის წინ მაღაროში და მთელი თვე თვალზე ცრემლი არ გამშრობია, იმათი საცოდაობით ვიწვოდი. ცხადია, იმის შემდეგ შიში კიდევ უფრო გამიასკეცდა...

- ბევრი ამბობს, რომ ტყიბულის რაიონში ბევრი მიწაა დაუმუშავებელი და ხალხი რატომ არ ამჯობინებს სოფლის მეურნეობით ირჩინოს თავიო? განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ