"რატომ ექცევიან ბავშვის სიცოცხლეს ასე?" - 15 წლის გიორგი გორგაძის მამის მიმართვა და ჯანდაცვის სამინისტრის პასუხი

"რატომ ექცევიან ბავშვის სიცოცხლეს ასე?" - 15 წლის გიორგი გორგაძის მამის მიმართვა და ჯანდაცვის სამინისტრის პასუხი

15 წლის გიორგი გორგაძის ამბავი ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის. ეს სამწუხარო შემთხვევა 1 მაისს მოხდა. სკოლიდან მოსულ გიორგის პატარა მეზობელი დახვდა ეზოში. საუბარში გაარკვია, რომ მას სახლის კარი ჩაეკეტა და სკოლიდან მოსული შინ ვერ შედიოდა. გიორგიმ, რომელიც სპორტზე დადიოდა, ფიზიკურად ძლიერი და ყოჩაღი ბიჭია, უცებ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამძვრალიყო მეოთხე სართულზე (!) აივნების მეშვეობით და გაეღო ბავშვისთვის კარი... მიუხედავად იმისა, რომ ბიჭუნა არწმუნებდა, დედა მოვა მანამდე და დაველოდები, არ ახვიდეო, ახალგაზრდულმა სიმამაცემ და ჟინმა არ მოასვენა და მაინც აძვრა... რა და როგორ მოხდა, ახლაც უჭირთ ახსნა იმ ბავშვებს, რომლებიც ამ ამბის ბოლოსკენ მოგროვდნენ ეზოში.

მესამე სართულის აივნიდან, უკვე ქვემოთკენ მომავალი გიორგი (სახლის კარი ისე აღმოჩნდა დაკეტილი, რომ შიგნიდანაც ვერ გააღო და უკან ბრუნდებოდა), მოულოდნელად გადმოვარდა და მიწაზე ფეხებით დაეცა. ზოგიერთი ბავშვი იმასაც ყვება, რომ გადმოხტა - იფიქრა, შეძლებდა ამ სიმაღლიდან ძირს დახტომას... სამწუხაროდ, დარტყმა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, ფეხზე დამდგარი, რამდენიმე წამში უცებ გალურჯდა და უგონოდ დაეცა...

მას მერე, უკვე ორ თვეზე მეტია, გიორგი, რომელსაც ტვინი დაუზიანდა, თბილისის რეფერალურ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში წევს, კომაშია და ექიმებიც და მშობლებიც ელოდებიან სასწაულს. შანსი იმის, რომ ეს სასწაულიმოხდეს, რა თქმა უნდა არსებობს. თუმცა ის თანხა, რაც საყოველთაო დაზღვევით იყო გათვალისწინებული და რითაც თითქმის ერთი თვე უტარდებოდა ყველა პროცედურა, ამოიწურა.

მას მერე, რაც გიორგის ამბავი ჩვენს ვებგვერდზე დაიდო და ბევრმა ადამიანმა გაიგო, ასევე შემდეგ მედიის სხვადასხვა საშუალებამ გაავრცელა, გიორგის ბევრი კეთილი ადამიანი დაეხმარა. თუმცა ახლა მისი სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია - ჯანდაცვის სამინისტრო უარს ამბობს დაფინანსებაზე. არადა, რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი დღის გატარებაც კი 400 ლარი ჯდება და მრავალშვილიანი ოჯახისთვის (გიორგის სამი და-ძმა ჰყავს), ეს ძალიან დიდი თანხაა.

როგორც გიორგის მამა – გელა გიორგაძე ამბობს, ჯანდაცვის სამინისტრომ დახმარებაზე უკვე მეორედ უთხრა უარი... წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ