ზაზა სარალიძე ფიქრობს, რომ პროკურატურა მკვლელებისთვის ხელის დაფარებას კვლავ ცდილობს

ზაზა სარალიძე ფიქრობს, რომ პროკურატურა მკვლელებისთვის ხელის დაფარებას კვლავ ცდილობს

ჩვენ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ ყველა იმ ადამიანს დავუდგეთ გვერდით, ვინც უსამართლობის შეგრძნებით ცხოვრობს და რომელთა განადგურებასაც სისტემა მაქსიმალურად ეცადა, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავასთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლაა საჭირო, რათა მომავალმა თაობამ სამართლიან ქვეყანაში იცხოვროს.

„როგორც მოგეხსენებათ, დიდი უსამართლობის წინაშე დავდექი მე, შვილი მომიკლეს, მაგრამ მკვლელები ისევ გარეთ დადიან. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი მონაცემებითაც პროკურატურა ისევ ცდილობს, რომ ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფაროს. ჩვენ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ ყველა იმ ადამიანს დავუდგეთ გვერდით, ვინც უსამართლობის შეგრძნებით ცხოვრობს და რომელთა განადგურებასაც სისტემა მაქსიმალურად ეცადა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში სამართლიანობა აღდგეს. მართალია, ჩემს შვილს ვერ გავაცოცხლებ, ვერც ერთის შვილს ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ მე მეორე შვილიც მყავს, ჩვენ გვყავს მომავალი თაობა, ვის გამოც უნდა ვიბრძოლოთ, რათა სამართლიან ქვეყანაში იცხოვრონ,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ