ბათუმში მძღოლმა მიკროავტობუსი ლიანდაგზე გააჩერა და მატარებელი გზას ვერ აგრძელებს

ბათუმში მძღოლმა მიკროავტობუსი ლიანდაგზე გააჩერა და მატარებელი გზას ვერ აგრძელებს

აჭარაში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან გაჩერებული მატარებელი გზის გაგრძელებას ვერ ახერხებს. ფოტოზე, რომელიც „ფეისბუქზე“ გავრცელდა, ჩანს, რომ მიკროავტობუსი ლიანდაგთან იმდენად ახლოს არის გაჩერებული, რომ მატარებლის მოძრაობას აფერხებს.

„ვიღაცამ ლიანდაგებზე დააყენა სპრინტერი, თვითონ წავიდა და მატარებელი გაჭედა, ვეღარ მიდის ხალხი. ბათუმის სატრანსპორტო მოძრაობა ერთ ფოტოში,“ - წერს ფოტოს ავტორი.

მიკროავტობუსის მძღოლის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება, ის, სავარაუდოდ, ბოტანიკურ ბაღში იმყოფება.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს