"საბერძნეთის ამბებზე... მახსენდება ჩვენი ბიჭების შარშანდელი თავდადება, ბორჯომში ცეცხლს შიშველი ხელებით აღუდგნენ წინ..."

"საბერძნეთის ამბებზე... მახსენდება ჩვენი ბიჭების შარშანდელი თავდადება, ბორჯომში ცეცხლს შიშველი ხელებით აღუდგნენ წინ..."

საბერძნეთში, მესამე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან. მასშტაბურმა ხანძარმა ბევრს საქართველოში შარშან მომხდარი ტყის ხანძრები გაახსენა.

ცეცხლი ბორჯომის ხეობაში 2017 წლის 20 აგვისტოს, დაბა წაღვერთან გაჩნდა. ხანძარმა, რომელსაც ერთი კვირა აქრობდნენ, ბორჯომის ხეობაში 100 ჰექტარი ტყის საფარი იმსხვერპლა.

ჟურნალ "მკურნალის" რედაქტორი თამარ მამაცაშვილი "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს წერს და საქართველოს და საბერძნეთის ხანძრებს შორის პარალელს ავლებს:

"საბერძნეთის ამბებს ვაშუქებთ ეს 2 დღეა და სულ ჩვენი შარშანდელი ხანძრები მახსენდება... გახსოვთ, რა ახლოს იყო ცეცხლი დასახლებულ პუნქტებთან? გუშინდლამდე საბერძნეთის მთავრობასაც არ ეგონა, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები. ელვის სისწრაფით მოედო ცეცხლი სახლებს და ადამიანებს. უკვე უძლური იყო ყველა და ყველაფერი.

მახსენდება ჩვენი ბიჭების შარშანდელი თავდადება, მოხალისეების რაზმები რომ შექმნეს და სოფლებისკენ მიმავალ ცეცხლს ლამის შიშველი ხელებით აღუდგნენ წინ. მახსენდება ჩვენი სამხედროების, მაშველების და პოლიციელების თავგანწირვა. უფალმაც შეგვიწყალა და არ გაგვწირა!

და ახლა, ამ კადრების ყურების მერე, კიდევ უფრო მძაფრად ვგრძნობ მადლიერებას იმ ადამიანებისადმი, რომელთაც მაშინ სათანადო მადლობა ვერ ვუთხარით, სათანადოდ ვერ დავაფასეთ მათ მიერ ჩადენილი მოქალაქეობრივი გმირობა. მადლობა, დიდი მადლობა ყველას!!!" - წერს მამაცაშვილი.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს