გრანდიოზული კონცერტი ოქტომბერში-Oscar& The Wolf საქართველოში ჩამოდის

გრანდიოზული კონცერტი ოქტომბერში-Oscar& The Wolf საქართველოში ჩამოდის

Monument Events ახალი გამოწვევებით ბრუნდება და მისი ორგანიზებით 12 ოქტომბერს საქართველოში ბელგიური ჯგუფი Oscar & The Wolf კონცერტს გამართავს.

განსხვავებული და უკომპრომისო ხმით Max Colombie r&b,erik sarie-ს სინთი და ინდი ელექტრო გარემოში ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება.

Oscar& The Wolf სწორედ ის ჯგუფია, რომელმაც 3 წელიწადში არნახულ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს მასშტაბით მრავალი მსმენელის ყურადღება მიიპყრო. ბელგიურმა ჯგუფმა 2016 წელს ახალი სინგლის გამოშვებით -“The Game” Sportpale-ის არენაზე ყველა ბილეთი ერთ დღეში გაყიდა.

ღონისძიებას კიდევ ერთი ჰედლაინერი ეყოლება - ლიტველი მარიო ბასანოვი, ყველასთვის კარგად ნაცნობი - TEN WALLS, რომელიც უამრავი სიურპრიზითა და განსხვავებული ვიზუალშოუთი დაამახსოვრებს ქართველ მსმენელს თავს.

12 ოქტომბრის საღამოს MONUMENT SOUNDSYSTEM გახსნის, ღონისძიებას შეურთდება EREKLE DEISADZE, ხოლო საღამოს უკრაინელი SMAILOV დახურავს.

Monument Events-ის მიერ ორგანიზებული გრანდიოზული ღონისძიება, 12 ოქტომბერს 22:00 საათზე, თბილისის ელექტრო ვაგონთმშენებელ ქარხანაში (ცოტნე დადიანის 32) გაიმართება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ,

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Facebook

კონტაქტი: +995 557 62 77 74 +995 599 05 22 50

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება