სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, შესაძლოა, თამბაქოს მოწევა ნებადართული გახდეს

სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, შესაძლოა, თამბაქოს მოწევა ნებადართული გახდეს

ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა, რომ სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ ადგილებში, ნებადართული გახდეს მოწევა, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე საკითხია ამ კანონში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ღია სივრცეებში, გარკვეულ პირობებში 1-ელი მაისიდან აკრძალულია მოწევა, ესაა - სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოები. აკაკი ზოიძის განცხადებით, მსგავს ადგილებში მონიტორინგის მიხედვით, გარკვეული კონფლიქტების მიზეზი ხდება მოწევის აკრძალვა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები მათ შორის, "თამბაქოს კონტროლის ალიანსიც" ამბობს, რომ ამ კუთხით არის პრობლემა.

"კომიტეტმა მხარი დაუჭირა იმას, რომ გარკვეულ ადგილებში, ეზოებში სპეციალურად მოწყობილ ადგილებში დაიშვას მოწევა. სექტემბერში ინიცირებას გავაკეთებთ და იმედია, პარლამენტს დავარწმუნებთ", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, ეს არ ეხება სკოლებს, იქ მოწევა აკრძალული დარჩება. რაც შეეხება სტადიონებს, სადაც მოწევა 2020 წლიდან უნდა აიკრძალოს, ეს ძალაში იქნება.

აკაკი ზოიძემ ასევე თეატრალურ წარმოდგენებში თამბაქოს გამოყენებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში რეჟისორის დასაბუთებაა საჭირო. "რეჟისორმა უნდა დაასაბუთოს, რომ ეს აუცილებელია მხატვრული ჩანაფიქრისთვის", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ