განქორწინების რეკორდული მაჩვენებელი - ბოლო 5 წელიწადში საქართველოში 46 031 ოჯახი დაინგრა

განქორწინების რეკორდული მაჩვენებელი - ბოლო 5 წელიწადში საქართველოში 46 031 ოჯახი დაინგრა

ბოლო 5 წელიწადში, საქართველოში განქორწინების 46 031 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციას წარმოადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2017 წელს იყო განქორწინების 10 222 შემთხვევა, 2016 წელს – 9 539, 2015 წელს – 9 112, 2014 წელს – 9 119 და 2013 წელს – 8 039. რაც შეეხება ქორწინებას, ბოლო 5 წლის მონაცემებით, ქორწინების მაჩვენებელი შეადგენს - 144 161 შემთხვევას. კერძოდ, 2017 წელს - 23 684 წყვილი დაქორწინდა, 2016 წელს - 25 101, 2015 წელს - 29 157, 2014 წელს - 31 526 და 2013 წელს - 34 693. აღსანიშნავია, რომ განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება, შემდეგ კი იმერეთის რეგიონი მოდის. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2017 წელს თბილისში 3731 წყვილი განქორწინდა, იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქში – 1739.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ