აშშ-ში წარმატებული ქართველი მოდელისა და "სუხიშვილების" მოცეკვავის სიყვარულის ამბავი - "ქორწილს გურიაში ვგეგმავთ"

აშშ-ში წარმატებული ქართველი მოდელისა და "სუხიშვილების" მოცეკვავის სიყვარულის ამბავი - "ქორწილს გურიაში ვგეგმავთ"

ვიქტორია პლეშაკოვა ფართო საზოგადოებამ პროექტიდან - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაიცნო, თუმცა მოდის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ის მანამდეც კარგად იყო ცნობილი. ვიქტორია მაღალანაზღაურებადი მოდელია, რომელიც ამერიკის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობს. წლებია, შტატებში ცხოვრობს. ის ახლახან "სუხიშვილების" მოცეკვავეზე - გუგა თოიძეზე დაქორწინდა.

- ჩემი ქვეყანა, იქ, სადაც დავიბადე, გავიზარდება და ბედნიერი ბავშვობა გავატარე, ძალიან მიყვარს. 15 წლის ვიყავი, როცა საქართველოში ჩატარებულ სილამაზის კონკურსში გავიმარჯვე, შემდეგ საქართველოდანვე გავაფორმე კონტრაქტი ამერიკაში ერთ-ერთ პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოსთან და ასეთი პატარა გოგო, წარმატებული მომავლის იმედით გამოვეშურე უცხო ქვეყანაში... ჩამოსვლის დღიდანვე დაიწყო თავბრუდამხვევი კარიერული წინსვლა... იყო უამრავი საინტერესო შემოთავაზება წამყვანი მოდის სახლებიდან, უამრავი გადაღება პოპულარული ჟურნალებისთვის. თითქოს ზღაპარივით აეწყო ჩემი ცხოვრება. საქართველოს კი ჩემი არსებობა პროექტმა - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაახსენა. იმ ზაფხულს, როცა ეს პროექტი იწყებოდა, საქართველოში ვიყავი დასასვენებლად ჩასული. მოულოდნელად მივიღე შემოთავაზება, რომელმაც გამახარა და როგორც იცით, შემოთავაზებას დავთანხმდი კიდეც.

- ისევ აქტიურად ხარ ჩართული სამოდელო საქმიანობაში, არა? რთული იყო გზა თბილისიდან შტატებამდე?

- ძალიან რთულია ამერიკაში მიაღწიო წარმატებას. აქ ხომ უამრავი ნიჭიერი ადამიანია თავმოყრილი სხვადასხვა ქვეყნიდან, ძალიან დიდი კონკურენციაა. თუმცა, ვფიქრობ, მე ეს შევძელი და ამით ამაყი ვარ. ძალიან რთული და დაბრკოლებებით სავსე გზა წარმატებით გავიარე. ფაქტობრივად, ყველა ოცნება ავიხდინე. თუმცა, ეს ყველაფერი ჩემთან თავისთავად არ მოსულა, ეს იყო დიდი შრომისა და მონდომების შედეგი. სამომავლოდ კიდევ უფრო "მაგარი" გეგმები მაქვს.

- როგორია შენი ერთ ჩვეულებრივი სამუშაო დღე?

- დილით ადრე ვდგები და ვვარჯიშობ, შემდეგ საცურაოდ მივდივარ. მერე იწყება დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - უამრავი საინტერესო გადაღება, გამოსვლა... საღამოს უკვე მე და ჩემი მეუღლე გავდივართ გასართობად, სასეირნოდ.

- ოდესმე გინანია, რომ საქართველო დატოვე და უცხო ქვეყანაში გადაწყვიტე ცხოვრების, კარიერის აწყობა?

- თავიდან ჩემი აქ ყოფნა რთული იყო, აქაურობასთან შეჩვევა ძალიან გამიჭირდა, ახლა უკვე კარგად ვგრძნობ თავს. არასდროს მინანია წამოსვლა, რადგან ვთვლი, რომ ამხელა წარმატებას სხვანაირად ვერ მივაღწევდი. მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები, სულ სიახლეების ძიებაში ვარ. მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე, არ ვდუნდები და არ ვფიქრობ, რომ ამ სფეროში მაღალ მწვერვალებზე ავედი და გასაკეთებელი აღარაფერი მაქვს-მეთქი.

- შენი პროფესია გაძლევს საშუალებას, რომ მატერიალურად ძლიერი იყო?

- კი, ამერიკა ყველას აძლევს შესაძლებლობას, რომ მატერიალურად კარგად იყოს. თუ შენი საქმის კეთება არ გეზარება, აუცილებლად იქნები მატერიალურად ძლიერი. რთულია საქმის აწყობა, თუმცა ეს ქვეყანა გიფასებს ნიჭსა და შრომას...

- შეგიძლია შენს პირად ცხოვრებაზეც მოგვიყვე? ვინ არის შენი მეუღლე და სად გაიცანით ერთმანეთი? რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები?

- მე და ჩემმა მომავალმა მეუღლემ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გავიცანით ერთმანეთი. ის "სუხიშვილების" მოცეკვავეა და ერთად მოგვიწია ცეკვამ, შემდეგ "სუხიშვილები" გასტროლით ამერიკაში ჩამოვიდნენ და აქ ისევ შევხვდით ერთმანეთს - ზუსტად 4 წლის შემდეგ. ძალიან თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი, გავიხსენეთ პროექტის ამბები და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობა. გავცვალეთ ტელეფონის ნომრები, ვხვდებოდით, დავდიოდით ბარში, მუზეუმში, ვსეირნობდით მანჰეტენის ქუჩებში... ბოლოს მივხვდით, რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი. დღეს ძალიან ბედნიერები ვართ, წინ ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს. შესაძლებელია გუგამ ჩემს სფეროშიც გააგრძელოს კარიერა, რადგან სააგენტოში დაინტერესდნენ მისით...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ