პაკისტანმა აშშ-ისგან გამანადგურებლები F-16 მიიღო

პაკისტანმა აშშ-ისგან გამანადგურებლები F-16 მიიღო

აშშ-მა პაკისტანს სამი გამანადგურებელი F-16 მიყიდა. თვითმფრინავები ჯაკობაბადის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზამდე პაკისტანელმა პილოტებმა ჩაიყვანეს, რომლებმაც სპეციალური მომზადება აშშ-ში გაიარეს.

აშშ-სა და პაკისტანს შორის F-16-ის პარტიის შეძენაზე მოლაპარაკება 205 წელს შედგა. პაკისტანმა მაშინ სულ 18 გამანადგურებლის შეძენის სურვილი გამოთქვა. თვითმფრინავების გადაცემის პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ამ დროისათვის პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს ორმოცზე მეტი F-16 ტიპის, სხვადასხვა მოდიფიკაციის გამანადგურებელი აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, პაკისტანელები ამით არ კმაყოფილდებიან და მათი რაოდენობის გაზრდას ეშურებიან.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე