"თუ ენტეროვირუსით არ მოხვდით ამ კლინიკაში, აქ აუცილებლად დაგმართებენ!" - ქართველი დედის გამოცდილება საზღვაო კურორტიდან

"თუ ენტეროვირუსით არ მოხვდით ამ კლინიკაში, აქ აუცილებლად დაგმართებენ!" - ქართველი დედის გამოცდილება საზღვაო კურორტიდან

ზაფხულში ზღვის კურორტებზე დასვენება ბევრს ტრადიციად აქვს ქცეული. ხშირად ზღვისპირეთში პატარა ბავშვებთან ერთად დადიან და ბევრ მშობელს აქვს იმის გამოცდილება, რომ შვილი ენტეროვირუსით და სხვადასხვა ტიპის ალერგიით ჩამოჰყავთ ზღვიდან.

mshoblebi.ge-ს ახალგაზრდა დედამ მიმართა, რომელსაც სწორედ ასეთი გამოცდილება აქვს - ურეკში დასასვენებლად წაყვანილი ბავშვი ენტეროვირუსით გახდა ცუდად, თუმცა ამის შემდეგ პაციენტს და მის მშობლებს უარესი ელოდათ წინ... აი, რას წერს 32 წლის სალომე:

"ურეკში ბავშვის დასვენება რომ სასარგებლოა, ეს ყველა ექიმმა იცის! ეს ვიცით ჩვენც, ახალგაზრდა მშობლებმა და ჩვენმა მშობლებმაც, რომლებსაც ურეკში დავყავდით დასასვენებლად. ამ კურორტს თავისი უნიკალური სამედიცინო ფაქტორებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის გამაჯანსაღებელ და სამკურანლო ზღვისპირა კურორტებს შორის. ჩემი შვილი 5 წლის არის, მე და ჩემს მეუღლესაც გვინდოდა ზღვაზე დასვენება და რადგან ბავშვისთვისაც სასარგებლო იქნებოდა, ურეკი შევარჩიეთ.

მაგნიტურ ქვიშასთან და სხვადასხვა მინერალთან ერთად სანაპიროზე დაგვხვდა უამრავი ხალხი, დაყრილი ნაგავი, ზედაპირულად დამარხული ნახმარი შპრიცები თავისი „ატრიბუტებით“, გატეხილი მინის ბოთლები და ა.შ. ანუ თუ ბავშვი ქვიშაზე დაწვება ან ითამაშებს, შესაძლოა დაინფიცირდეს სხვადასხვა დაავადებით, მათ შორის - აივ ინფექცია, ცე ჰეპატიტი და ყველა ის დაავადებაა, რომელიც ინფიცირებული შპრიცის შერჭობით შეიძლება გადაეცეს ადამიანს! სასმელად უვარგის წყალზე აღარ დავიწყებ საუბარს და მიუხედავად იმისა, რომ სასმელ წყალს მაღაზიაში ვყიდულობდი, ბავშვს მაინც დაემართა ენტეროვირუსი. ძალიან ხშირი პირღებინების შემდეგ, აუცილებელი გახდა ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა.

გაგვიმართლა, რომ მანქანით ვიყავით წასულები და საჭიროების შემთხვევაში ჩვენით მივიდოდით კლინიკაში. თუმცა, მაინც სასწრაფოს გამოძახება ვარჩიე, რადგან ბავშვი ძალიან სუსტად იყო და ექიმის მეთვალყურეობით ჯობდა საავადმყოფომდე მისვლა. დავრეკე 112- ში და გამოვიძახე სასწრაფო დახმარება, ოპერატორს ვთხოვე სასწრაფოსთვის გადაეცა, რომ დამკავშირებოდნენ ტელეფონზე, რადგან მინდოდა მეკითხა, თუ შეაგვიანდებოდათ, გულის წასვლის შემთხვევაში როგორ მოვქცეულიყავი. ოპერატორმა მითხრა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დამიკავშირდებოდნენ, თუ სასტუმროს ვერ მოაგნებდნენ. როდესაც კიდევ გადავრეკე 112-ში იმის საკითხავად, თუ საიდან მოდიოდა სასწრაფო დახმარება, ვერც ამაზე მიპასუხა ოპერატორმა, გამოსულია და დაელოდეთო. საიდან არის გამოსული და რამდენ ხანში მოვა, ეს უნდა მემკითხავა.

როგორც იქნა, მოვიდა სასწრაფო დახმრება და ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში შემოგვთავაზა გადაყვანა, რა თქმა უნდა, დავთანხმდით. იქ მისულებს დაგვხვდა საშინელი ანტისანიტარია. შენობა არის საკმაოდ ნორმალური, ნორმალური რემონტით, მაგრამ არის არნახული სიბინძურე! თუ ენტეროვირუსით არ მოხვდით ამ კლინიკაში, აქ აუცილებლად დაგმართებენ მას. მადლობა სამედიცინო დახმარებისთვის და იმისთვის, რომ ბავშვს ნორმალური სამედიცინო დახმარება გაეწია, მაგრამ დილამდე ვიყავით სრულ სიბინძურეში... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ