ულამაზესი უკრაინელი გოგონა, რომლის პროფესიის გამოცნობა ძალიან გაგიჭირდებათ...

ულამაზესი უკრაინელი გოგონა, რომლის პროფესიის გამოცნობა ძალიან გაგიჭირდებათ...

მას ამ სპორტში "თინეიჯერ სენსაციას" უწოდებენ - 17 წლის დარია ბილოდიდი გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, არაჩვეულებრივად სპორტულიცაა.

დარია ბილოდიდის ფოტოების მიხედვით, ნამდვილად ვერ იფიქრებთ, რომ იგი ევროპაში ცნობილი სპორტსმენია და ასპარეზობს არც მეტი, არც ნაკლები... ძიუდოში.

სულ ახლახან, ზაგრებში მიმდინარე სეზონის გრან პრის ტურნირზე, დარიამ მსოფლიოს მესამე ნომერი ირინა დოლგოვა დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ბილოდიდის თქმით, ტურნირის ეს დღე საკმაოდ რთული აღმოჩნდა მისთვის - გამარჯვებამდე იაპონელი მსოფლიო ჩემპიონის დამარცხება მოუხდა, საბოლოო გამარჯვება კი რუს დოლგოვაზე მოიპოვა.

"ნამდვილად მინდა მსოფლიო ჩემპიონი გავხდე ამ წელს, რადგან გასულ წელს ეს შანსი ხელიდან გავუშვი. ახლა კი მზად ვარ წინ წავიდე, კარგად ვიმუშავო საკუთარ თავზე და ჩემპიონობა მოვიპოვო" - თქვა ბილოდიდმა.

დარია თავის წონაში (-48) ევროპაში გამორჩეულია, პარიზის გრანპრიზე პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო 2017 წელს ვარშავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავის წონაში კონტინენტის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტული მოიპოვა.

როგორც ჩანს, ძიუდოს პარალელურად, დასვენება და ფოტოსესიებიც უყვარს, რადგან მისი "ინსტაგრამის" გვერდზე უამრავ ფოტოს ნახავთ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშია გადაღებული.

დარია ძალიან ცნობილი და წარმატებული ძიუდოისტის, გენადი ბილოდიდის ქალიშვილია და როგორც ჩანს, მის არჩევანში მამამ დიდი როლი შეასრულა. გოგონა ხშირად ვარჯიშობს მამასთან ერთად და სოციალურ ქსელში ამის ამსახველ ფოტოებსაც უზიარებს ფანებს.

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი თამაზ ჯაფარიძე გარდაიცვალა

ანა დოლიძის 3 თვის ულამაზესი გოგონა - პატარა კრავაის პირველი ფოტო მედიაში

დღეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევებს აძლევენ ზოდიაქოს ნიშნებს