ავტორი:

ტომ კრუზის მორიგი "შეუსრულებელი მისია" - ფილმის მეექვსე ნაწილი ეკრანებზეა!

ტომ კრუზის მორიგი "შეუსრულებელი მისია" - ფილმის მეექვსე ნაწილი ეკრანებზეა!

მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე - 26 ივლისს რადიო "ენერჯიმ" და "კავეამ" ფილმის „შეუსრულებელი მისია: მემკვიდრეობა“ წარმოგვიდგინა, რომელიც ცნობილი სერიების მეექვსე ნაწილი გახლავთ.

ფილმი პირველი ნაწილის გამოსვლიდნ, 22 წლის შემდეგ ეკრანებზე დაბრუნდა. ფილმში ამერიკელი მეგავარსკვლავი - ტომ კრუზი თამაშობს, რომელმაც კიდევ ერთი თავგადასავლებით აღსავსე და მძაფრსიუჟეტიანი კინოროლი მოირგო.

ფილმის პირველი ოფიციალური თრეილერი 2018 წლის თებერვალში გამოვიდა და მაყურებლის ინტერესი მაშინვე გამოიწვია. სათავგადასავლო ტრილერის რეჟისორი კრისტოფერ მაქკუოკია. სიუჟეტი პარიზში ვითარდება, სადაც ყველასთვის კარგად ცნობილი ითან ჰანტის კინოგმირი, რომელსაც ტომ კრუზი თამაშობს, ახალ შეუსრულებელ დავალებას იღებს, რომელზეც მსოფლიო წესრიგის უსაფრთხოებაა დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი მსახიობი ახალ სერიაშიც რთულ ილეთებს თავად, დუბლიორის გარეშე ასრულებს და გადაღებების დროს ფეხიც დაიზიანა, თუმცა შეძლო და სპეციალურად ამ როლისთვის ვერტმფრენის პროფესიონალურად მართვა ისწავლა, რათა სპეცეფექტები ფილმში მინიმალურად ყოფილიყო გამოყენებული.

ტომ კრუზთან ერთად ფილმში მონაწილეობენ: რებეკა ფერგიუსონი, ჰენრი კავილი, მიშელ მონაჰენი, ვანესა კირბი, უეს ბენტლი. ფილმში კრუზი ჩვეულ სტილს ირგებს და FADDY ROX-ის მოდურ ქურთუკში ჩნდება, რომელიც ფილმის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე საერთაშორისო ონლაინგაყიდვების ლიდერი გახდა.

ფილმის პირველი პრემიერა 12 ივლისს პარიზში შედგა. ღონისძიების მთავარი გმირი, ტომ კრუზი საზოგადოების წინაშე ჩვეული კლასიკური სამოსითა და სათვალით წარსდგა. კრუზი სათვალის დიდი მოყვარულია და რჩეული ბრენდებით "შეუსრულებელი მისიის" მრავალ სერიაშიც გამოჩნდა.

იმის გამო, რომ ფილმის პრემიერა პარიზში შედგა, რადიო NRJ-იმ, რომელიც ფრანგული მაუწყებლობის ოფიციალური წარმომადგენელი გახლავთ საქართველოში, კინოჩვენება წარმოგვიდგინა, რომლის დაწყებამდეც ტრადიციული გათამაშება გაიმართა და ვიქტორინის გამარჯვებულებს მთავარი წარმდგენებისგან, ასევე პარტნიორებისგან პრიზები შეხვდათ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს