საბერძნეთში ხანძრის შემდეგ დაკარგულ 25 ადამიანს დღემდე ეძებენ - გარდაცვლილთა რიცხვი 91-მდე გაიზრდა

საბერძნეთში ხანძრის შემდეგ დაკარგულ 25 ადამიანს დღემდე ეძებენ - გარდაცვლილთა რიცხვი 91-მდე გაიზრდა

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად 25 ადამიანი მიიჩნევა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშეითედ პრესი“ საბერძნეთის ეროვნულ სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

29 ივლისის მდგომარეობით იდენტიფიცირებულია 59 დაღუპული. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულები შესაძლოა იმ დაღუპულებს შორის იყვნენ, ვინც ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.

საბერძნეთში ხანძრის შედეგად 2 000 სახლია განადგურებული. ხანძრის გაჩენის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"