ბექა წიქარიშვილი - სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ თუკი ერთი ღერი მარიხუანა გვექნება, არ დავისჯებით

ბექა წიქარიშვილი - სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ თუკი ერთი ღერი მარიხუანა გვექნება, არ დავისჯებით

სახელმწიფოსა და პარლამენტის ასეთი არათანმიმდევრული პოზიციების ფონზე ეს გადაწყვეტილება უფრო უცნაურს ხდის ნარკოპოლიტიკის ვითარებას, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრმა ბექა წიქარიშვილმა განუცხადა.

მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოზიტიურია, თუმცა მოუგვარებელი რჩება რიგი პრობლემებისა და სახელმწიფო ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაშია.

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრი აქცენტს ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე აკეთებს. მისი განცხადებით, კვლავ პრობლემად რჩება ნარკოდამოკიდებულების მქონე პირთა რაოდენობის ზრდა, რასაც სერვისების არარსებობა ან ხელმიუწვდომლობა იწვევს.

"საუბარი გვაქვს იმაზე, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის არ გავრცელდება ჯარიმა, თუმცა ეს არ ნიშნავს ფლობის ლეგალიზაციას, არ ნიშნავს იმას, რომ თუკი ერთი ღერი მარიხუანა გვექნება, ამისთვის არ დავისჯებით. საუბარია იმაზე, რომ თუ გადაგვიყვანენ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და აღმოგვაჩნდება მარიხუანას კვალი, აღარ დავისჯებით. საერთო სურათში ეს იმ გამოწვევებს არ პასუხობს რაც ქვეყანაშია. გამოწვევებია პრობლემური მომხმარებლების რაოდენობის მიმართულებით, რომელიც მზარდია, ჯანდაცვის სისტემაში, სოციალური სისტემის მიწოდებაში, ფაქტობრივად ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ამ ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს მცდელობა, რომ რეპრესიული აპარატი შეამციროს, პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა სახელმწიფოს და პარლამენტის ასეთი არათანმიმდევრული პოზიციების ფონზე ეს გადაწყვეტილება უფრო უცნაურს ხდის ნარკოპოლიტიკის ვითარებას.

"თეთრი ხმაურის მოძრაობა" არასდროს საუბრობდა მარიხუანას ლეგალიზებაზე, ჩვენთვის ამოცანა იყო ჯანდაცვის თემა და სოციალურ სისტემაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა, რაც ნიშნავს პრევენციული სისტემის ამოქმედებას, რათა ნაკლებმა ადამიანმა მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალებები, ზიანის შემცველი მიმართულებების განვითარებას, რომელიც ჩანასახოვან მდგომარეობაშია და რა თქმა უნდა რეპრესიების მოხსნას", – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი განიხილა, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ თუკი ერთი ღერი მარიხუანა გვექნება, არ დავისჯებით - ბექა წიქარიშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ