როგორ მოხდება ტაქსის ნებართვის აღება - პროცესი დღეიდან დაიწყო

როგორ მოხდება ტაქსის ნებართვის აღება - პროცესი დღეიდან დაიწყო

ტაქსის მძღოლები ნებართვების მიღებას დღეიდან შეძლებენ. აღნიშნული ნებართვის აღების ფასი ჩვეულებრივი მსუბუქ ავტომობილებზე 100 ლარი; ჰიბრიდულებზე - 50 ლარი; ხოლო ელექტროავტომობილებზე უფასოა. ის ტაქსის მძღოლები კი, რომლებსაც აღნიშნული ნებართვა არ ექნებათ და ისე განახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას, 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან 200 ლარით დაჯარიმდებიან.

დედაქალაქის საკრებულომ ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესი უკვე განსაზღვრა.

წესის თანახმად, დაინტერესებულმა პირმა ნებართვის მისაღებად ელექტრონული განცხადება ელექტრონულ მისამართზე: www.taxi.tbilisi.gov.ge უნდა შეავსოს. აღნიშნული ვებგვერდის გამართულ ფუნქციონირებას კი „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ