დეკანოზი ანდრია მარიხუანას მოხმარების საკითხზე - ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ერის ღალატი

დეკანოზი ანდრია მარიხუანას მოხმარების საკითხზე - ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ერის ღალატი

ვფიქრობ, გასაუქმებელია საერთოდ საკონსტიტუციო სასამართლო, - ამის შესახებ კიკეთის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მარიხუანას მოხმარების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება ოთხი მოსამართლე, თავისი გაუგებარი ლოგიკით, 4 მილიონი მოქალაქის ნებას უგულვებელყოფდეს.

„მოსალოდნელი იყო მსგავსი რამ ნაბიჯები. ჩვენ უარესსაც ველოდებით. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ერის ღალატი. იმ სტატისტიკური მონაცემებით, რა ცნობიერებაც არსებობს ნარკოტიკებთან, ნარკოტიკების ზიანთან დაკავშირებით ჩვენს ახალგაზრდებში, ასეთი დაშვება, ასეთი გაიოლება ამ საკითხისა მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს“, - განუცხადა „იმედს“ ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი განიხილა, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ