ხვალ თბილისში "მარშრუტკების" ნაწილი გაიფიცება

ხვალ თბილისში "მარშრუტკების" ნაწილი გაიფიცება

თბილისში მოქმედი სამარშრუტო ტაქსების ნაწილი ხვალ გაფიცვას გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ვასილ ლორიამ განუცხადა, ხვალ 09:00 საათიდან სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცებიან და მოითხოვენ ხელშეკრულების პირობების გადახედვას, ასევე შრომითი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კერძოდ, ლორიას თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, 7 წლის მუშაობის შემდეგ სამარშრუტო ტაქსი მძღოლის საკუთრებაში უნდა გადასულიყო, თუმცა ადმინისტრაცია დამატებით წელიწადი და 4 თვით მუშაობას ითხოვს.

„სამარშრუტო ტაქსები 7 წლის შემდეგ მძღლების საკუთრებაში უნდა გადმოსულიყო. თუმცა, ამ პირობას არ ასრულებენ. ადმინისტრაცია გვეუბნება რომ წელიწადი და 4 თვე კვლავ გავაგრძელოთ მუშაობა იმავე გეგმით, როგორც ვმუშაობდით და დამატებით 18 ათასი ლარი სურთ მივცეთ.

რაღაც პროცენტებს გვიმატებენ და სხვადასხვა რამეს გვეუბნებიან. მოკლედ, ამ სამარშრუტო ტაქსების გადმოცემა არ სურთ. ასეთი ტიპის პრობლემა გვაქვს დაახლოებით სამარშრუტო ტაქსებზე მომუშავე 80 პროცენტს“, - განაცხადა ვასილ ლორიამ.

მისივე ინფორმაციით, ხვალ თბილისში მოქმედი სამი ავტოფარეხიდან ერთი, დიღმის ავტოფარეხი გაიფიცება. „ჩვენ ვიკრიბებით დიღმის ავტოფარეხში 09:00 საათზე. სულ ქალაქში 3 ავტოფარეხი და 2 ათასი მანქანაა. ამ ეტაპზე 350 მანქანას გაუვიდა ვადა, რადგან მანქანები ეტაპობრივად შემოდიოდა“, - განაცხადა მძღოლმა ვასილ ლორიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ