"მაშველი" ძაღლი ბათუმის სანაპიროდან

"მაშველი" ძაღლი ბათუმის სანაპიროდან

​ბათუმის ზღვისპირეთს ერთი ახალი მაშველი შეემატა - ეს არის ძაღლი, სახელად ბათურა. ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ ასწავლიან ბათურას ადამიანის გადარჩენას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, ბათურა მაშველმა გოდერძი გოგიშვილმა რამდენიმე თვის წინ ბათუმში, ქუჩაში იპოვა. ძაღლი ახალგაცნობილ მეგობარს თავიდანვე მიეკედლა და აღარ ჩამოშორებია.

მაშველმა ძაღლის გაწვრთნა დაიწყო, რამდენიმე თვეში, ბათურას მაშველის ინსტინქტები გამოუმუშავდა და ახლა ის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს.

ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ბათურას ვიდეოს ორასამდე გაზიარება და კომენტარები აქვს. კომენტარებში წერენ, რომ ძაღლსა და მის მპოვნელ მაშველს საოცარი ურთიერთობა აქვთ: "სამი დღეა ყოველდღე ვხედავ პლაჟზე, დამჯერი ძაღლი და მზრუნველი და ყურადღებიანი მაშველი, რომელიც წამით არ ტოვებს უყურადღებოდ ხალხს და რომელსაც წამით არ შორდება ბათურა" - წერს ერთ-ერთი კომენტარებში.

იხილეთ ვიდეო

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს